Thursday, October 3, 2013

შესავალი ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში I


III თემა:  ტურიზმი და ეკონომიკა

ტურიზმის ეკონომიკური ზეგავლენა

მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს მონაცემებით, რომლის შტაბბინაც ბრიუსელში მდებარეობს, ტურიზმის სექტორი ყოველწლიურად 200 მილიონ სამუშაო ადგილს ქმნის მსოფლიოს მასშტაბით, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი ათი დასაქმებული ადამიანიდან ერთი ტურიზმის სფეროში მუშაობს.
ნამატის (მულტიპლიკატორის) ეფექტი - ტურისტი, პირველადი ხარჯების გარდა, დამატებითი ხარჯებით მეორად შემოსავალს ქმნის მგზავრობისას, რესტორნებში სადილობისას,  სასტუმროში ღამის თევისას  და თუნდაც სუვენირების შეძენისას.  გარდა ამისა, ტურიზმში დასაქმებული ადამიანებიც ადგილზევე, ბიზნესის სხვა სფეროებში ხარჯავენ ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალს და ფულის ბრუნვის ჯაჭვური რეაქცია ასე დაუსრულებლად გრძელდება ფულის ტურისტული დანიშნულების ადგილის მიღმა გაჟონვამდე.
რატომ მოგზაურობენ ადამიანები?
მოგზაურობისთვის ყველას თავისი მიზეზი აქვს, მაგრამ ორ ძირითად მიზეზს მაინც გამოყოფენ:
·         სიამოვნებისთვის;
·         საქმისთვის.
სოციოლოგიური გამოკითხვები გვიჩვენებს, რომ ადამიანების უმეტესობისთვის წარმატებული ცხოვრება პირდაპირაა ასოცირებული სიამოვნებისთვის მოგზაურობასთან. სიამოვნებისთვის მოგზაურობა კი შემდეგ კატეგორიებად იყოფა:
·         მეგობრების და ნათესავების მონახულება;
·         ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად;
·         შემეცნებითი და საგანმანათლებლო მიზნებით;
·         ბუნების, ლამაზი ადგილებისა და ეროვნული პარკების დასათვალიერებლად;
·         რელიგიური მოტივებით;
·         სურვილების დასაკმაყოფილებლად;
·         ფესტივალებზე;
·         საყიდლებზე;
·         გასართობად;
·         აზარტული თამაშებისთვის;
·         თავგადასავლების საძიებლად;
·         კულტურული მემკვიდრეობის დასათვალიერებლად;
·         ეკოტურიზმისთვის;
·         სანახაობებისთვის.

სიამოვნებისათვის მოგზაურობას მასლოუს ადამიანის მოთხოვნილებათა იერარქიას ადარებენ, რომელიც ადამიანის მოთხოვნებს ხუთ ძირითად კატეგორიად ყოფს:
1.      ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები: საჭმელი, სასმელი, ჟანგბადი, ა.შ.;
2.      უსაფრთხოების მოთხოვნილება: უსაფრთხოება, სტაბილურობა, დაცულობა;
3.      სიყვარულის მოთხოვნილება: მიმზიდველობა, რჩეულობა, კუთვნილება;
4. დაფასებულობის მოთხოვნილება: საკუთარი თავის პატივისცემა, პრესტიჟი, წარმატება, მიღწევები;
5.     რეალიზებულობის მოთხოვნილება: საკუთარი თავით კმაყოფილება.

ახალგაზრდობას ტრადიციულად მზე და ზღვა უფრო აინტერესებს, უფროსები კი კულტურულ გართობასა და ღირშესანიშნაობათა დათვალიერებას ამჯობინებენ. მაკინტოში და გოლდნერი  მოგზაურობის საფუძვლებს ოთხ კატეგორიად ყოფენ:
·  ფიზიკური მოტვი - ფიზიკური დასვენება, სპორტი, სანაპირო აქტივობები დასასვენებელი და გამაჯანსაღებელი პროცედურები;
·         კულტურული მოტივი - სხვა ქვეყნების კულტურის შესახებ ცოდნის გაღრმავება;
· პიროვნული მოტივი - ადამიანების მონახულების, გაცნობის სურვილი, ყოველდღიურობიდან თავის დაღწევის სურვილი; ახალი მეგობრების შეძენის სურვილი;
·  პრესტიჟის და სტატუსის მოტივი - ყურადღების მიქცევისა და აღიარების სურვილი, კარგი რეპუტაციის შექმნის სურვილი.

გამოკითხული რიგითი ადამიანები მოგზაურობის შემდეგ მიზეზებს ასახელებენ:
·         ახალი შთაბეჭდილებები;
·         ახალი კულტურის გაცნობა;
·         დასვენება;
·         ახლობლების მონახულება;
·         სხვადასხვა ღონისძიებებზე დასწრება ან მათში მონაწილეობა.
ბოლო წლებში მოგზაურთა და ტურისტთა რიცხვის საგრძნობელ ზრდას შემდეგ მიზეზებს უკავშირებენ:
·         სიცოცხლის ხანგრძლივობის მატება;
·         თავისუფალი სამუშაო გრაფიკი;
·         პენსიაზე ნაადრევი გასვლა;
·         გაადვილებული მოგზაურობა;
·         მოკლე მანძილიანი მარშრუტების შერჩევის ტენდენცია;
·         ცხოვრების დონის ამაღლება.

მოგზაურობის მოტივი - ისტორიის კურსიდან ნათლად ჩანს მოგზაურობის ყველა მოტივი: რელიგია, ტერიტორიული გაფართოება, ეკონომიკური მიზნები, ომები, მიგრაცია, ვაჭრობა და ა.შ. სიამოვნებისთვის მოგზაურობა ბევრად უფრო გვიან, ცხოვრების დონისა და სტანდარტების ამაღლებასთან ერთად წარმოიშვა.
დანიშნულების ადგილის შერჩევა - თანამედროვე ადამიანები ტურისტული დანიშნულების ადგილს სხვადასხვა მიზეზით ირჩევენ - კლიმატის, ისტორიისა და კულტურის, სპორტის, გართობის, შოპინგის გამო და ა.შ. საშუალო ასაკის,  განათლებული და შეძლებული ამერიკელების გამოკითხვა გვიჩვენებს, რომ დანიშნულების ადგილის შერჩევისას მათთვის მნიშვნელოვანია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა:
·         ლამაზი გარემო;
·         მოვლილი და სიმპატიური ადგილობრივი მოსახლეობა;
·         კომფორტული საცხოვრებელი პირობები;
·         დასვენების შესაძლებლობა;
·         ფრენის საფასური;
·         ისტორიული და კულტურული ინტერესი;
·         სამზარეულო;
·         საწყალოსნო სპორტი;
·         გართობა (ღამის ცხოვრება);
·         შოპინგის  შესაძლებლობა;
·         სპორტი (გოლფი, ტენისი და ა.შ)

მოლოდინი და რეალობა - საერთაშორისო ტურიზმის ზრდასთან ერთად, ორივეს მიმართ - ტურისტისა და დანიშნულების ადგილისადმი მოთხოვნებიც გაიზარდა. ხშირად, მოგზაურს დანიშნულების ადგილთან დაკავშირებული წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი და მოლოდინი გააჩნია, რომელიც როგორც წესი, ნაკლებადაა რეალობაზე დაფუძნებული. ამიტომ დანიშნულების ადგილზე მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ჩამოსული სტუმრის მოლოდინის შესაბამისები გახდნენ.
რასაკვირველია, მოგზაურობისგან მიღებული კმაყოფილების თუ უკმაყოფილების დონე პირადად  მოგზაურის შეხედულებებზე და მის ხასიათზეა დამოკიდებული. ულამაზესი მზის ჩასვლის სცენა ან გრანდიოზული მთები ზოგისთვის ღვთაებრივი სანახაობაა და ზოგისთვის მოსაწყენი ხედი. ერთი სიტყვით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნების მოლოდინს და მის მოთხოვნილებებს.

ბიზნეს-მოგზაურობა  - თვითმფრინავის მგზავრების 25-30%-ს სწორედ საქმიანი მგზარები შეადგენენ. საქმიანი მოგზაურობისგან მიღებული სიამოვნების დონე დიდადაა დამოკიდებული დანიშნულების ადგილზე. განსაკუთრებულ სიამოვნებას ჰავაის კუნძულებზე, კარიბის ზღვაზე ან ოკეანიაში მიმავალი მგზავრები ღებულობენ. მთელ მსოფლიოში მიმოფანტული „შერატონის“ სასტუმროების კლიენტების 60-70%-ს სწორედ ბიზნეს-მგზავრები შეადგენენ. მიუხედავად საქმიანი ხასიათისა, ბიზნეს-მოგზაურობა საქმესთან ერთად ხშირად სანახაობასაც მოიცავს.  საქმიანი შეხვედრების პარალელურად შეიძლება დაგეგმილი იყოს ღირშესანიშნაობების დათვალიერება, კულტურულ ღონიძიებებში მონაწილეობა, ადგილობრივი სამზარეულოს გასინჯვა და ა.შ. ასე რომ, საქმიანი მოგზაურობა მეტწილად სიამოვნებასთანაა შერწყმული.
ბიზნეს-მოგზაურებად ითვლებიან ისინიც ვინც მიემგზავრებიან სავაჭროდ, შეკრებებზე, სავაჭრო ჩვენებებსა და გამოფენებზე და სხვა საქმიანი მიზნებისთვის. უმეტეს შემთხვევაში, საკმაოდ ვიწრო ზღვარია სიამოვნებისთვის მოგზაურობასა და ბიზნეს-მოგზაურობას შორის გავლებული. მაგალითად, კონფერენციის შემდეგ რამდენიმე დღე ქალაქის დასათვალიერებლად დარჩენა უკვე სიამოვნებისთვის მოგზაურობაა. საქმიანი და სიამოვნებისთვის მოგზაურების ზოგადი შედარება ასეთია: ბიზნეს-მოგზაურები არიან უფრო ახალგაზრდები, ხარჯავენ მეტ ფულს, მიემგზავრებიან უფრო შორ დისტანციებზე, მაგრამ მოგზაურობენ უფრო მოკლე ვადით.
მსოფლიოს ქალაქების უმეტესობაში საერთაშორისო ორგანიზაციების ზრდამ ბიზნეს-მოგზაურობების რიცხვის მკვეთრი მატება გამოიწვია, რამაც თავისთავად შეუწყო ხელი სასტუმროების, რესტორნების და ავტოგაქირავების პუნქტების შემოსავლის ზრდას. დიდი საკონფერენციო ცენტრების  ახლოს მდებარე სასტუმროები ხშირად სწორედ კონფერენციის მონაწილეთა ხარჯზე არსებობენ და, როგორც წესი, ჩვეულებრივზე უფრო მაღალი მომსახურების საფასურით გამოირჩევიან.
სამსახურიდან გამომდინარე, ბევრი ბიზნეს-მოგზაურისთვის სასტუმროები საკუთარ სახლად არის ქცეული, ზოგჯერ კი სასტუმრო მათთვის ოფისსგარე ოფისის მოვალეობასაც ასრულებს. ბიზნეს-მოგზაურებზე ორიენტირებულ სასტუმროებში განაკუთრებულად ცდილობენ სტუმრებს აბსოლუტურად „შინაური“ კომფორტი შეუქმნან: გერმის ბალიშებით, სახლის ატმოსფეროთი, საოჯახო სამზარეულოთი, ყურადღებიანი მომსახურებითა და მშვიდი გარემოთი.

ტურიზმის სოციალური და კულტურული ზეგავლენა

სოციალური და კულტურული თვალსაზრისით ტურიზმს ადგილობრივ გარემოზე პოზიტიური გავლენის მოხდენაც შეუძლია და ნეგატიურისაც. ეჭვს არ იწვევს, რომ ტურიზმს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია სართაშორისო ურთიერთობებში. ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაცია კარგად აცნობიერებს, რომ ტურიზმს უდიდესი როლი აქვს კულტურული ურთიერთობების გამყარების, მშვიდობის დამყარების, ქვეყნების განვითარების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, სხვადასხვა რასის, რწმენის, ეროვნებისა და მსოფლმხედველობის ადამიანების დაახლოების საქმეში. ერთი სიტყვით, ტურიზმი საკმაოდ საინტერესო სოციოკულტურული ფენომენია.
ტურისტების დიდ ნაწილს აინტერესებთ როგორ ცხოვრობენ სხვები და შესაბამისად, სხვის ცხოვრებაზე დაკვირვება, სხვისი ჩვეულებებისა და ტრადიციების პატივისცემა ხელს უწყობს სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ასეთი ურთიერთობების კარგი მაგალითია ნიუ-იორკული კაფე ან ლონდონური პაბი. ტურისტის ინტერესებიდან გამომდინარე,  სოციალური თუ კულტურული კავშირების დამყარების უამრავი შესაძლებლობა არსებობს.
ტურისტული დანიშნულების ადგილების მკვეთრმა მატებამ მათ შორის კონკურენციის დონეც აამაღლა და დღეს, სულ უფრო და უფრო მეტი ვიზიტორის მიზიდვას მომსახურების მაღალი დონით, შედარებით დაბალი ფასებით, უსაფრთხოების გარანტიებით, კარგი დაცვით, გასართობი ატრაქციონებით, ამინდით, კარგად აწყობილი ინფრასტრუქტურითა და ლამაზი ბუნებით ცდილობენ. საერთაშორისო ტურიზმისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დანიშნულების ადგილის პოლიტიკურ სტაბილურობას. თავად წარმოიდგინეთ, დღეში 5 ამერიკული დოლარის შემოსავლის მქონე განვითარებადი ქვეყნის მცხოვრების განწყობა, რომელიც განცხრომაში მყოფ მდიდარ ტურისტს ხედავს, ან ნუდისტი ან თავისუფლად ჩაცმული ტურისტი მუსლიმურ ქვეყანაში. ამასთანავე, საერთაშორისო კომპანიების მიერ აშენებულ სატუროებში მაღალი პოზიციები ძირითადად უცხოელებს უკავიათ ხოლმე და მხოლოდ მომსახურე პერსონალის პოზიციაზე  ასაქმებენ ადგილობრივ მოსახლეობას.  
ტურიზმის დადებით მხარეებში მისი სიმწვანე ანუ ეკოლოგიურობა და გარემოზე ზრუნვაც შედის. სასტუმროების უმეტესობა, უსაფრთხო მასალით და  გარემოს დაცვის ყველა პირობის დაცვითაა აგებული, ჰარმონიულად ერწყმის გარემოს და ადგილობრივი ხელოსნებისა და დიზაინერების მთელი ჯგუფი ზრუნავს მის არქიტექტურაზე. ტურიზმს დამატებითი შემოსავლის წყარო მოაქვს ადგილობრივ ეკონომიკაშიც, ადგილობრივებისთვის ქმნის გრძელვადიანი კონტრაქტით გათვალისწინებულ დამატებით სამუშაო ადგილებს და ა.შ. მით უმეტეს, რომ მთელ რიგ ქვეყნებში სატუმროებს უცხოელი პერსონალის აყვანა ეკრძალებათ და მათ შტატს მთლიანად ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებით აკომპლექტებენ, რაც უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას უწყობს ხელს.  ტურიზმი ხშირად კატალიზატორის როლსაც ასრულებს რეგიონის მკვეთრად განვითარებას საქმეში.
როგორც წესი, ახალგაზრდა თაობა, უფრო ღრმა კულტურული ტრადიციების მქონე  უფროს თაობაზე ბევრად უფრო სწრაფად ეგუება ჩამოსული ტურისტების ნაკადის ქცევას, ზნეს და მიესადაგება მათ მოთხოვნებს. ნებისმიერ საზოგადოებაში არიან ტურიზმის მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. ტურიზმის უარყოფითი გაველენის ყველაზე ნათელი მაგალითი პარიზის ცენტრში მდებარე, ოდესღაც ულამაზესი ბულონის პარკი გახლავთ, რომელიც დღეს დასასვენებელ ადგილზე მეტად ლტოლვილთა ბანაკს წააგავს. საქმე იმაშია, რომ პარკში ტურისტებს კარვის გაშლის ნებართვა მისცეს, რასაც ადგილზე რეცხვა, სარეცხის გაფენა, კოცონი და  საჭმლი მზადებაც მოყვა. უმშვენიერესი ქალაქის უმშვენიერესი ადგილი დღეს ქალიქის ცენტრზე უფრო ბოშათა დასახლებას წააგავს.
ეკოტურიზმი - უკანასკნელ წლებში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ეკოტურიმზმა, რომელსაც ხშირად სათავგადასავლო ტურიზმსაც უწოდებენ და იგი მსოფლიოს ამ უდიდესი ინდუტრიის ერთ-ერთ ყველაზე მზარდ სეგმენტად იქცა. ეკოტურიზმი ტურისტისთვის უახლესი ტრენდია, ეკოლოგების, მეცნიერებისა და სტუდენტებითვის - ახდენილი ოცნება, ტურიზმის ინდუსტრიის ლიდერებისთვის კი შემოსავლის მატების წყარო.
ეკოტურიზმის კონკრეტული განმარტება დღემდე არ არსებობს, ალბათ იმიტომ რომ მისი არსის ზუტად აღწერა და ჩამოყალიბება პრაქტიკულად შეუძლებელია. ეკოტურიზმს ვუწოდებთ, სათავგადასავლო ტურიზმს თუ ბუნებაში მოგზაურობას - ფაქტია, რომ მისი განსაზღვრება მდგრად განვითარებასთან ასოცირებულ ელემენტებს შეიცავს. ითვლება, რომ სწორედ ტურიზმი და კონკრეტულად ეკოტურიზმი წარმოადგენს მდგრადი განვითარების ძირითად ელემენტს ანუ ის „მომავალი თაობების მოთხოვნილების დაკმაყოფილების შესაძლებლობის დაუზარალებლად აკმაყოფილებს ახლანდელი თაობების მოთხოვნილებებს“.
ჯერ კიდევ შორეულ 1970-იან წლებში დაინახეს ადამიანებმა, რომ ტურიზმის დიდი მნიშვნელოვნებისდა მიუხედავად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ადგილობრივი, ეგზოტიკური გარემოს დაცვა და მისი შენარჩუნება. მაგალითად, მექსიკაში, კანკუნში ტურიზმის განვითარების იმდენად კარგი გეგმა შეადგინეს, რომ დიდხანს ახერხებდნენ ულამაზეს სანაპიროზე ჩამოსულებზე მეტ ადგილობრივ მკვიდრს დაესვენა. სამწუხაროდ, მექისკის არასტაბილური ეკონომიკის ფონზე, სადაც ტურიზმი ლამის ერთადერთი შემოსავლიანი ინდუსტრია იყო, კანკუნი ინდუსტრიალური მშენებლობის მსხვერპლი გახდა და ეკონომიკური ზრდის მოთხოვნებს შეეწირა მსხვერპლად. შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა მათი მიწებიდან აყარეს და მოშორებით მთებში გადაასახლეს. ისინი დღემდე ბარაკეშბი ცხოვრობენ და გამდინარე წყალი და კანალიზაციაც არ აქვთ. ულამაზესი პირველყოფილი სანაპიროები ტურისტებმა და მათმა დაყრილმა ნაგავმა წალეკა, მარჯნის რიფები კი გემებისგან დაბინძურებულ წყალში ნადგურდება. არაერთი მსგავსი ისტორია განმეორდა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. მასობრივმა ტურიზმმა არაერთგზის გვიჩვენა მისი დამანგრეველი ხასიათი.
ასეთ ფონზე, განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იძენს ეკოტურიზმის პოპულარიზაცია, მით უმეტეს, რომ იგი უკეთესადაა მორგებული პატარა ქალაქებსა და რეგიონებზე - ლოკლური ბიზნესი და მცირერიცხოვანი ტურისტული ჯგუფები უფრო ადვილად სამართავია. შეიძლება დაწესდეს შეზღუდვა ვიზიტორთა რაოდენობაზე, სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის ხარჯვაზე, გარემოს დაბინძურებაზე და ნარჩენებზე.
ზოგადად, ეკოტურიზმისთვის შესაფერისი ადგილები მეტწილად სუსტად განვითარებულ ან განვითარებად ქვეყნებში მდებარეობს, სადაც მოგზაურებს უფრო მეტი თავგადასავლის გადახდენის და ეგზოტიკური, ადამიანისგან ჯერ კიდევ შეურყვნელი ადგილების ნახვის შესაძებლობა აქვთ. თუმცა, ტრენდისადმი დიდი ინტერესის გამო, სულ უფრო და უფრო მეტი განვითარებული ქვეყანა ცდილობს მსგავსი დანიშნულების ადგილების შექმნას.
ეკოტურიზმი განსაკუთრებული ტემპებით აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსაველთ აზიაში ვითარდება.

ტენდენციები ტურიზმსა და მოგზაურობაში
· ეკოტურიზმის, მდგრადი განვითარების ტურიზმისა და ისტორიული მემკვიდრეობის ტურიზმის ზრდის უდიდესი მნიშვნელობა;
·  სპეციალისტების პროგნოზით მსოფლიოს მასშტაბით ტურისტების რიცხვის ყოველწლიურად 8%-ით მოიმატებს;
·         მთავრობა სულ უფრო და უფრო მეტად გააცნობიერებს ტურიზმის მნიშვნელობას ეკონომიკასა და სოციო-კულტურულ სფეროებში;
·  ქვეყნებ შორის ტურიზმთან დაკავშირებული ორმხრივი ხელშეკრულებების რაოდენობა მოიმატებს;
·     ტურიზმის განვითარებისა და პოპულარიზაციის საკითხები საჯარო (სამთავრობო) სექტორიდან კერძო სექტორში გადაინაცვლებს;
·    გაიზრდება საერთაშორისო და ადგილობრივი ტურისტული სააგენტოების რიცხვი;
·         იმატებს ტურიზმის სეგმენტში დასაქმებულთა რიცხვი;
·     სულ უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების მეშვეობით;
·         ინტერნეტით მეშვეობით დაჯავშნის შემთხვევები იმატებს.


პერსონალური პროფილი
თომას კუკი და შვილები
Thomas Cook and sons

სამოგზაურო ტურების შედგენაზე ამ სფეროს სპეციალისტები ანუ ტურისტული (მოგზაურობის) აგენტები ზრუნავენ და ითვლება რომ პირველი ტურისტული აგენტი თომას კუკი იყო.
პროფესიით დურგალმა, თომას კუკმა, რომელიც თავისი დროისთვის პროგრესულად აზროვნებით გამოირჩეოდა 1841 წელს მატარებელი იქირავა და 22 მილით დაშორებულ ქალქში ყრილობაზე დასწრების 540 მსურველი 1 შილინგად გადაიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ პირველმა ტურმა დამწყებ ბიზნესმენს მოგება ვერ ანახა, კუკი სწორად მიხვდა ტურიზმისა და ორგანიზებული ტურების პოტენციალს და უკვე 1845 წლისთვის კარგად ორგანიზებულ ექსკურიებს აწყობდა, შემდეგ ჯერ ტურ-ოპერატორი გახდა და ბოლოს ტურების საცალო გაყიდვაც დაიწყო. მოგვიანებით ტურისტის სახელმძღვანელო და სასტუმროს ხარჯების დასაფარი კუპონენიც დაბეჭდა.
1846 წლიდან კუკს მოგზაურები გიდით უზრუნველყოფილი გემით და მატარებლით შოტლანდიაში გადაყავდა. 1851 წლიდან კუკის კლიენტურამ 165 ათას ადამიანს გადააჭარბა. მალე ოფისი ლონდონშიც გადაიტანა და საერთაშორისო ტურების განხორციელებასაც შეუდგა ევროპის ოთხი ქვეყნის მიმართულებით. სწორედ მისი დამსახურებაა იმ პერიოდში შვეიცარიის სამოგზაურო ცენტრად ქცევა. ამერიკაში სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ კუკის შვილმა ოკეანეც გადალახა, ნიუ-იორკი მოინახულა და ფირმის კლიენტებს ამ მიმათულებითაც გაუხსნა გზა. პირველი 222-დღიანი მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო, კუკმა 1872 წელ დაგეგმა.
კუკის დაბრმავების შემდეგ ოჯახური ბიზნესი მისმა შთმომავლებმა გააგრძელეს. მათი ორგანიზებული პირველი მოგზაურობა ტრანს-ციმბირული მაგისტრალით 1890 წელს შედგა. ფირმამ 1931 წლამდე წარმატებულად იარსება და ევროპის უდიდეს ავტოტრანსპორტისა და ექსპრეს-მატარებლების ოპერატორს შეუერთდა. მეორე მსოფლიო იმის შემდეგ კი „კუკისა და შვილების“ აქციების უდიდესი წილი ბრიტანეთის მთავრობამ შეიძინა. კომპანიას ამჟამად 625 ოფისი 10 ათასი თანამშრომელი ყავს.

კორპორაციული პროფილი
დისნეის თემატური პარკები
Disney Theme Parks

უოლტ დისნეის მისიის უმარტივესი განაცხადი ასეთია: „ჩვენ ვქმნით ბედნიერებას“. „დისნეი-ლენდის“ მშენებლობაზე მუშაობისას იგი თემატური პარკების ბიზნესს მარტივად და ფილოსოფიურად მიუდგა და აქცენტი ხარისხზე, გართობასა და მომსახურების მაღალ დონეზე გააკეთა. პარკის დიზაინი, მისი ჯადოსნური იერსახე და მახასიათებლები დისნეიმ თავისი შემოქმედებიდან აიღო და „დისნეი-ლენდში“ გართობის სრულიად ახალი სახე - სამგანზომილებიანი ცოცხალი შოუ შექმნა.
მომსახურების კონცეფციის კიდევ უფრო გაღრმავებისათვის დისნეიმ თავის კლიენტებს მომხმარებლების ნაცვლად სტუმრები და წარმოდგენის მონაწილეები უწოდა.
საქმისადმი დისნეისეული მიდგომის სამი ძირითადი ასპექტი ასეთია:
·         დისნეიმ კონკრეტულად გაიაზრა მისი ბრენდისა და პროდუქტის არსი;
·         ბიზნესს მიუდგა სტუმრის თვალსაზრისიდან;
·         მას თავის პირად პასუხისმგებლობად მიაჩნდა პარკის თითოეული სტუმრის წარუშლელ შთაბეჭდილებაზე ზრუნვა.
როგორც დისნეის პარკის გენერალური დირექტორი ამბობდა - მათი ინვენტარი ღამით სახლში მიდოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „დისნეი-ლენდის“ საოცრებათა სამყაროს შექმნას ათასობით ადამიანის, განსაკუთრებით კი წარმოდგენაში მონაწილეების ნიჭი, მონდომება და მაღალი პროფესიონალიზმი ჭირდებოდა.
„დისნეი-ლენდის“ მომსახურების უმნიშვნელოვანესი ელემენტებია:
·         პერსონალის სწორად შერჩევა, მათი განვითარება და შენარჩუნება;
·         პროდუქტისა და ბრენდის არსის სწორად გაგება;
·         ერთნაირი მომსახურების სტანდარტები და ტრადიციები წარმოდგენის ყველა მონაწილისათვის;
·         ლიდერების წვრთნა და მწვრთნელების ჩამოყალიბება;
·         სტუმრის კმაყოფილების დონის სწორად შეფასება;
·         პროფესიონალების შეფასება, დაფასება და წახალისება-დაჯილდოება.
დისნეის ბიზნესის წარმატება ხელმძღვანელობასა და პერსონალს შორის დამოკიდებულების რამდენიმე მარტივ საკითხამდე დადის:
·         პერსონალშორისო ურთიერთობების უნარ-ჩვევები;
·         გამართული კომუნიკაცია;
·         მეგობრული ურთიერთობა.
„დისნეი-ლენდის“მთავარი პროდუქტი შოუა და შესაბამისად, პარკის თითოეული გოჯი თავის უნიკალურ ამბავს ყვება, წარმოდგენის თოთოეული მონაწილე კი თავის როლს ასრულებს.
დისნეის მომსახურების მოდელი:
·         იწყება ღიმილით.
·         სტუმარს ეკონტაქტებიან მზერით, ესაუბრებიან სხეულის ენით;
·         სთავაზობენ სანახაობას;
·         ეკონტაქტებიან სტუმარს;
·         მომსახურებას უდგებიან შემოქმედებითად;
·         სტუმართან ურთიერთობას ასრულებენ მადლობით.

No comments:

Post a Comment