Wednesday, October 9, 2013

შესავალი ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტში I


IV თემა
სასტუმრო ბიზნესი – განვითარება და კლასიფიკაცია
სასტუმროების განვითარება და მესაკუთრეობა

თანამედროვე სატუმროების ისტორია ღამის გასათევი თავშესაფრებისა და ტავერნებისგან იწყება, რომლებსაც დღევანდელ სრულ-სერვისიან სასტუმროებთან საერთო ბევრი არაფერი აქვთ. ზოგადად, საკმაოდ საინტერესო თემაა სატუმროების ბიზნესის განვითრების ისტორია - განსაკუთრებულად ფინანსური თვალთახედვით.
ჩვენთვის ნაცნობი სასტუმროების ინდუსტრიის მაღალპროფილიანი კომპანიები მკვეთრად განსხვავდება წინა თაობის კომპანიებისგან.
ქალაქში მდებარე თუ გზისპირა ტავერნები, დუქნები და ღამის გასათევი სახლები ხშირად ასრულებდნენ საზოგადოებრივი თავშეყრისა და აზრთა-გაცვლა გამოცვლის ადგილის მოვალეობას, მასპინძლობას უწევდნენ მგზავრებს და ღამის გასათევთან ერთდ საჭმელ-სასმელსაც სთავაზობდნენ. სატრანსპორტო სისტემის განვითარებასთან და მგზავრთა ნაკადის ზრდასთან ერთად იმატა მოთხოვნილებამ ღამის გასათევზეც. პირველი 70 ოთახიანი სასტუმრო ამერიკის შეერთებულ შტატებში ნიუ-იორკში ბროდვეიზე გაიხსნა 1794 წელს, რომელსაც 1829 წელს ბოსტონის „Tremont House“ მოყვა 170 ოთახით, პირველი ფრონტ-დესკითა და ოთახზე მომსახურების სიტემით. უფრო მეტიც, ბოსტონელები თავის სტუმრებს სასტუმროს ნომრის კარზე საკეტსა და ერთ კვერ უფასო საპონსაც სთავაზობდნენ.
დროთა განმავლობაში, ყოველი ახალი სასტუმრო სულ უფრო და უფრო მეტად ემსგავსებოდა სამეფო კარს - ფართო ჰოლითა და მდიდრული სასტუმრო ოთახებით, ლიფტებით, სამეჯლისო დარბაზებითა და ფეშენებელური რესტორნებით. ელექტროობა პირველად ნიუ-ორკის სასტუმრო „Everett“-ში გაიყვანეს. სასტუმროს ბიზნესის განვითარებასთან ერთად სასტუმროებმა ღამის გასათევი და შეხვედრის ადგილების გარდა, დასასვენებელი ადგილის სტატუსიც შეითავსა. იმატა სასტუმროებმა დიდ ქალაქებში, ღირშესანიშნაობებთან ახლოს და კურორტებზე - კარგი ხედითა და ხვადასხვა ტიპის მომსახურებით. 
არქიტექტორი არტურ ჰაინმენის დიზაინით აშენებული პირველი მოტელი, რომლის ოთახის კარსაც სტუმრები პირდაპირ ავტომანქანით ადგებოდნენ 1925 წელს კალიფორნიაში გაიხსნა (დღემდე არსებობს) და შიდა ეზოს ირგვლივ აშენებული ორმოცი ერთსართულიანი ბუნგალოსგან შედგება.
სასტუმროების მშენებლობის და დიდი კორპორაციების ხელახალი ბუმი მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და ეკონომიკური აღმავლობის დაწყების შემდეგ დაიწყო. 2000 წლისთვის ნიუ-იორკის ცენტრში 16 სახალი სასტუმრო აშენდა.
ფრანჩიზა - ფრანჩიზა მასპინძლობის ინდუსტრიაში კომპანიას სხვისი ფინანსების ხარჯზე გაფართოების საშუალებას აძლევს. კომპანია ანუ ფრანჩიზორი ფრანჩიზის შეძენის მსურველს გადასცემს ისეთ უფლებებს, როგორიცაა სავაჭრო ნიშანებით, ლოგოებით, ოპერაციული სისტემით, მარკეტინგული ნოუ-ჰაუთი, ფასდაკლებებით სარგებლობის უფლება და სხვ. საპასუხოდ, ფრანჩიზის მიმღები ხელს აწერს ფრანჩიზას კონტრაქტს და სასტუმროს, რესტორანს ან მსგავს დაწესებულებას მართავს ფრანჩიზორიის დადგენილი წესებით. ფრანჩიზა ეს არის ბიზნესის კეთების გზა, რომლითაც მოგებას ფრანჩიზორი და ფრანჩიზის მიმღებიც ერთნაირად ღებულობს - ფრანჩიზორის ბიზნესი ფართოვდება, ფრანჩიზის მიმღები კი საკუთარ ფინანსებს სხვისი რეპუტაციის ხარჯზე სარფიანად აბანდებს.
სასტუმროების ინდუსტრიაში ფრანჩიზის პირველი შემთხვევა 1907 წელს დაფიქსირდა, როცა „Ritz Development”-მა ფრანჩიზა გასცა ნიუ-იორკის „Ritz-Carlton“-ზე.
პარტნიორობა - ფინანსური განვითარების კიდევ ერთი საინტერესო სახე - პარტნიორობა გამოიყენა იაფფასიანი მოტელების ქსელმა „Traveloge”-მა, როცა მოტელის გახსნის მსურველმა ცოლ-ქმარმა საქმეში წილის ნახევარ-ნახევარი ჩადეს. წყვილი მოტელის მართვიდან ხელფასსაც იღებდა და მოგებასაც თანაბრად ინაწილებდა.
ლიზინგი - ლიზინგი განსაკუთრებულად პოპულარული მე-20 საუკუნის 50-60-იან წლებში გახდა. სალიზინგო ხელშეკრულება პირსაც და ქსელსაც ბაზარში მოღვაწეობისა და გაფართოების საშუალებას აძლევს.
სინდიკატები - სატუმროების დაფინანსების ყველაზე პოპულარული სახე იყო და დღემდე რჩება სინდიკატები. სინდიკატში გაერთიანებულია ინვესტორთა ჯგუფი, რომელიც მეტწილად სატუმროს მეპატრონის მეგობართა და ახლობელთა წრისგან შედგება. დიდი ჯფუფი მეტი ინვესტიციის ჩადების და უფრო დიდი უძრავი ქონების დაგროვების საშუალებას იძლევა, მაგრამ ასევე დიდია ინვესტიციისა და ქონების ჯგუფის წევრებს შორი დანაწევრების რისკიც.
მმართველობითი კონტრაქტი  - 1970-იანი წლებში სატუმროების ინდუსტრიის ბუმი სწორედ მმართველობითი კონტრაქტის დამსახურება გახლდა და ის განსაკუთრებული პოპულარობით  სასტუმროთა კორპორაციებში სარგებლობდა, ვინაიდან მართვის კონტრაქტი კორპორაციების მხრიდან საქმეში თანხის წინასწარ ჩადებას ან ძალიან მცირე ოდენობით ან საერთოდ არ ითვალისწინებს. მაგალითად, კალიფორნიაში „La Jolla“-ს მშენებლობაში „Marriot Corporation“- მა 34 მილიონი აშშ დოლარი ჩადო და გამზადებული სასტუმრო მართვის კონტრაქტით მსხვილ საბანკო ფირმა „Pain Webber“-ს 52 მილიონ დოლარად გადასცა.
ფინანსური მენეჯმენტი და მოგება - სასტუმროების ბიზნესი, ზოგადად, მაღალი ხარისხის რისკთანაა დაკავშირებული, რაც პირდაპირაა დამოკიდებული შემდეგ ფაქტორებზე:
·         მოთხოვნის ციკლურ ხასიათზე;
·         ინვესტირებული კაპიტალის ხარისხზე.
სასტუმროების ბიზნესში ოთახების გაქირავებასა და კვებაზე მეტი მოგება, რეალურად, უძრავი ქონებით მანიპულაციებს მოაქვს.
სასტუმროს სხვადასხვა მიზეზით აშენებენ:
·         ეგოს და მეპატრონეობის ამბიციის დასაკმაყოფილებლად;
·         მშენებლობისგან მოგების მისაღებად;
·         თავად სასტუმროსგან და მისი მართვისგან მოგების მისაღებად;
·         უძრავი ქონების ფასის ზრდისგან მოგების მისაღებად და ა.შ.
„შერატონისა“ და „ჰილტონის“ კორპორაციების მოგების უდიდესი წილი ყიდვა-გაყიდვიდან, საგადასახადო შეღავათებიდან და დროთა განმავლობაში, უძრავი ქონების ფასის ზრდაზე მოდის. ფინანსური მენეჯმენტი დიდი, კოპლექსური თამაშია.
კორპორატიული განვითარების ყველაზე საოცარი მაგალითი ერნესტ ჰენდერსონმა გვიჩვენა. სწორედ მისი ფინანსური ნიჭის, მუყაითი შრომისა და ანალიზის უნარმა კორპორაცია „შერატონი“ 26 წელიწადში საშუალო დონის ორგანიზაციიდან 154 უმსხვილესი სასტუმროს მფლობელად აქცია.

სატუმროების კლასიფიკაცია

ამერიკის სატუმროებისა და მოტელების ასოციაციის მონაცემებზე დაყრდნობით, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 46 ათასი სასტუმრო და მოტელია ერთიანობაში სამი მილიონ სამასი ათასი ოთახით.
მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში სასტუმროთა ოფიციალური კლასიფიკაცია არ არსებობს, ამერიკის საავტომობილო ასოციაციაა (AAA) და Mobile Travel Guide“ მათ ბრილიანტებითა და ვარსკვლავებით აჯილდოებენ.
ამერიკის საავტომობილო ასოციაცია სასტუმროების ინსპექციას 1977 წლიდან ატარებს და ამერიკის, კანადისა და მექსიკის საუკეთესო სტანდარტების სასტუმროებს უმაღლესი ჯილდო - 5 ბრილიანტით აჯილდოებს.
ამერიკის საავტომობილო ასოციაცია ბრილიანტებს შემდეგი კრიტერიუმებით ანაწილებს:
·         1 ბრილიანტი - სასტუმროს  უბრალო ფასადი აქვს და აკმაყოფილებს კომფორტის საბაზისო სტანდარტებს;
·         2 ბრილიანტი - სასტუმროს საშუალო დონის ფასადი და პატარა ეზო და საშუალოზე უკეთესად დეკორირებული ინტერიერი აქვს;
·         3 ბრილიანტი - სასტუმრო თვისი მაღალი ხარისხის სერვისითა და კომფორტით სტუმრებს განსაკუთრებულ კმაყოფილებას ანიჭებს;
·         4 ბრილიანტი - სატუმროს შესანიშნავი ფასადი და სერვისის ისეთი დონე აქვს, რომ სტუმრის ნებიმიერ მოთხოვნას და სურვილს უთქმელად, მოთხოვნამდე აკმაყოფილებენ;
·         5 ბრილიანტი - სასტუმროს მომსახურების, მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და შეთავაზებების უმაღლესი დონე აქვს.
სასტუმროების კლასიფიკაცია ხშირად მისი ამდგილმდებარეობის, ფასებისა და შემოთავაზებული სერვისების მიხედვითაც ხდება. მაგალითად: ქალაქის ცენტრში შეიძლება მდებარეობს მდიდრული, პირველი კლასის, საშუალო, ეკონომიური და აპარტამენტის კლასის სასტუმროები.
Mobile Travel Guide“-ის მიერ დაწესებული ვარსკვლავები შემდეგნაირად ნაწილდება:
·         1-ვარსკვლავიანი (ეკონომკალსი) - საშუალო ზომის ერთ ან ორსასრთულიანი სასტუმრო, მეტწილად შინაურული ატმოსფეროთი. განლაგებულია მისაღებფასიანი სანახაობებისა და ტურისტული ინტერესის ადგილების შორიახლო. ადვილად მისადგომია ტრანსპორტისთვის. უზრუნველყოფილია აუცილებელი, მაგრამ კომფორტული ავეჯით. არ აქვს რესტორანი, მაგრამ ახლოს მდებარეობს საზკვების ობიექტებიდან.
·         2-ვარსკვლავიანი (საშუალო კლასი) - ჩვეულებრივ, დამოუკიდებელია ან მიეკუთვნება კარგი რეპუტაციის მქონე სასტუმროთა ქსელს, რომელიც ერთნაირად ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს. მცირე ან საშუალო ზომისაა და განლაგებულია საშუალო ფასიანი სანახაობებისა და ტურისტული ინტერესის ადგილების სიახლოვეს. საძინებელი უზრუნველყოფილია ტელფონითა და ტელევიზორით. შეიძლება ქონდეს საკუტარი რესტორანი, მაგრამ ძალიან იშვიათია ოთახზე მომსახურების შემთხვევები.
·         3-ვარსკვლავიანი (პირველი კლასი) - სტუმრებს საცხოვრებელი პირობების ფართო სპექტრს სთავაზობს კარგად უზრუნველყოფილი ოთახებითა და ფეშენებელური ფოიეთი. ოთახზე გამოძახების სერვისი, ჩვეულებრივ, არ არის. განლაგებულია დიდი მაგისტრალების, სავაჭრო ცენტრების, საშუალო და მაღალფასიანი სანახაობებისა და ბიზნეს–ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქვს პატარა ან საშუალო რესტორანი, რომელიც სტუმრებს საუზმესა და სადილს სთავაზობს. შეიძლება ქონდეს ოთახზე მომსახურების სახეები დღის განმავლობაში, მანქანის დაყენების სერვისი, ფიტნეს-ცენტრი და საცურაო აუზი. ასეთი სასტუმროებია: Holiday Inn, Hilton და ა.შ.
·         4-ვარსკვლავიანი (უმაღლესი კლასი) - ძირითდად დიდი, ოფიციალური სასტუმროები რეცეფციით, ფრონტ-დესკისა და ოთახზე მომსახურების სერვისით. განლაგებულია თავისივე კლასის სასტუმროების სიახლოვეს ძვირიანი მაღაზიების, რესტორნებისა და გასართობი ადგილების უბანში. მომსახურების დონე საშუალოზე მაღლია და ნათელ ოთახებში დგას ძვირფასი ავეჯი. რესტორნებში სადილი რამდენიმე არჩევანისგან შედგება, ხშირ შემთხვაში აქვთ კონტინენტური საუზმე (ყავა, ფუნთუშა და ჯემი) და ბედნიერი საათი (საათი, რომლის დროსაც ალკოჰოლი ან დელიკატესები იყიდება დაბალ ფასში). აქვთ მომსახურება ოთახზე, მანქანის დაყენების სერვისი, ფიტნეს-ცენტრი, ერთი ან რამდენიმე საცურაო აუზი. ასეთი სატუმროებია: Hyatt, Marriott და სხვ.
·         5-ვარსკვლავიანი (დელუქისი კლასი) - სტუმრებს მხოლოდ უმაღლესი კლასის საცხოვრებელ პირობებს და მომსახურებას სთავაზობენ. ხშირად გათვალისწინებულია პირადი კონსიერჟიც. მიუხედავად იმისა, რომ 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების უმეტესობა დიდი ზომისაა, ხანდახან პატარა, არაქსელური დამოუკიდებელი სასტუმროები სტუმრებს ისეთი ტიპის ინდივიდუალურ, ინტიმურ და ელეგანტურ გარემოს სთავაზობს, რისი მიღწევაც დიდი მასშტაბების პირობებში შეუძლებელი იქნებოდა. სასტუმროს ადგილმდებარეობა შეიძლება მერყეობდეს ყველაზე ძვირიანი გარეუბნიდან ქალაქის ცენტრამდე. აქვს მდიდრული ინტერიერი, გემოვნებიანი ავეჯით მოწყობილი ოთახები და უმაღლესი ხარისხის ნატურალური ქსოვილის თეთრეული. ოთახის მოწყობილობაში შედის უახლესი ვიდეო და აუდიო აპარატურა, კომპიუტერი, ჯაკუზი ან ღია აბაზანა ბაღისთვის, ვიდეოთეკა, აუზები და სხვ. აქვს მინიმუმ სამი რესტორანი ექსკლუზიური მენიუთი, 24-საათიანი მომსახურება ოთახზე, ფიტნეს-ცენტრი, გარაჟში მანქანის დაყენების სერვისი და შესაძლებელია პირადი კონსიერჟის მომსახურების მიღებაც. ასეთი სასტუმროებია: Ritz Carlton, Four Seasons.
გარდა ზემოთ ნაჩვენები კლასიფიკაციისა, სასტუმროები იყოფიან:
·         ქალაქის ცენტრის სასტუმროებად - ასეთი სატუმრო შეიძლება იყოს, მაღალი, საშუალო ან ბიზნეს კლასის; ის ადგილმდებარეობის გამო განსაკუთრებულად კარგად მიესადაგება მოგზაურთა მოთხოვნებს. 
·         საკურორტო სასტუმროებად - განლაგებულია კურორტებზე  და მათი ისტორია რკინიგზის და მატარებლით მოგზაურობის განვითარებასთან ერთად იწყება. სტუმრები კურორტზე დასვენებისა და განცხრომისთვის მიდიან, ამიტომ საკურორტო სასტუმროები განსაკუთრებული კომფორტითა და სიმყუდროვით გამოირჩევა. კურორტის თავისებურებაა ისიც, რომ კურორტზე სტუმარი ერთ ადგილასაა „გამომწყვდეული“ და შესაბამისად, იგი განსაკუთრებულ მომსახურებას საკურორტო სასტუმროს ხშირად სტუმრობენ მთელი ოჯახით. საკურორტო სასტუმროთა ნაწილი აქცენტს სპორტზე აკეთებს და სტუმრებს ისეთ აქტივობებს სთავაზობს, როგორიცაა გოლფი, სათხილამურო სპორტი ან თევზაობა. კურორტს ადამიანები ხშირად დასვენების გარდა, ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად სტუმრობენ.
·         აეროპორტის სასტუმროებად - მგზავრთა სიმრავლის გამო ბევრ, განსაკუთრებით, დიდ აეროპორტში გაიხსნა საკმაოდ კომფორტული სასტუმროები.
·         გზისპირა სასტუმროებად და მოტელებად
·         კაზინოს სასტუმროებად
·         ყრილობების სატუმროებად - ასეთი სასტუმროები ძირითადად კონფერენციებს, სემინარებსა და სხვადასხვა ჯგუფებისა თუ ორგანიზაციების ყრილობებს მასპინძლობენ.
·         სრული მომსახურების სასტუმროებად
·         ეკონომიურ/ საბიუჯეტო სასტუმროებად
·         გახანგრძლივებული გაჩერების სასტუმროებად - სადაც სტუმრები დიდი ხნით ჩერდებიან
·         მხოლოდ ლუქსის ტიპის ოთახებიან სასტუმროებად
·         საუზმე + ღამის თევის სასტუმროებად - სატუმროს საფასურში ღამის თევათან ერთდ საუზმეც შედის.
სასტუმროების ინტეგრაცია: ვერტიკალური ინტეგრაცია - ბოლო წლების ტრენდია. სასტუმროს ინდუსტრიის წარმომადგენლები მიხვდნენ, რომ სტუმრის დაბინავებისადმი მხოლოდ ერთი დონის მოთხოვნების წაყენება შეუძლებელია მათი განსხვავებული ფასის, აღჭურვილობისა და კომფორტის დონის გამო. მით უმეტეს, რომ უმსხვილეს კომპანიებსაც კი თითქმის ყველა სეგმენტში (დელუქსის კლასიდან დაწყებული მოტელებით დამთავრებული) აქვთ ქონება.
სასტუმროთა ინტერგრაციის ვერტიკალი ასეთია:
·         ლუქისი კლასის
·         საშუალო კლასის
·         საბიუჯეტო კლასის
·         ეკონომკლასის.
საუკეთესო სასტუმროთა ქსელები - ესენია „Ritz Carlton”-ი და კანადელთა საკუთრებაში მყოფი „Four Seasons“. „Ritz Carlton”-ი ორჯერ, 1993 და 1999 წლებში დაჯილდოვდა მალკოლმ ბარლდრიჯის ხარისხი ეროვნული ჯილდოთი.
ყველაზე უჩვეულო სასტუმროები - „The Treetop Hotel“ კენიის ეროვნულ ნაკრძალში ხის კენწეროებზეა განლაგებული.  „Absolute Ice Bar“ შვედეთში, ლაპლანდიაში მდებარეობს, უფრო სწორად ყოველ ზამთარს აშენებენ მთლიანი ყინულის ბლოკებისგან, ერთდროულად 100 სტუმარს მასპინძლობს და სტუმრებს კინოსეანსებსაც კი სთავაზობს.
ავსტრალიაში დიდი ბარიერის რიფზე წყალქვეშა სასტუმროც არსებობს.
უჩვეულო სასტუმროები განსაკუთრებულად ხშირია იაპონიაში: „Capsule Hotel“- აბრეშუმის ჭიის პარკის ფორმა აქვს და სტუმრებს ოთახის ნაცვლად ტელევიზორით და ლოგინით უზრუნველყოფილ პატარა სივრცეს სთავაზობს. იაპონიაში განსაკუთრებულად პოპულარულია დროებითი სარგებლობი ნომრები, რომლებსაც სახლში სივიწროვის მქონე დაქორწინებული წყვილები ქირაობენ ორიოდე საათით.
მსოფლიოში ყველაზე მაღალ წერტილზე აშენებული სასტუმრო ჰიმალაიზე მდებარეობს ზღვის დონიდან 3900 მეტრის სიმაღლეზე.
საერთაშორისო პერსპექტივები - ჩვენ მსოფლიო ეკონომიკის ნაწილი ვართ.  ევროკავშირი 15 ქვეყნის 320 მილიონი მოსახლეობით ერთიან ეკონომიკურ ზონას ქმნის, რომლის ერთიანობასაც  ერთიანი მოგება მოაქვს. მოგზაურობის, ტურიზმი, ვაჭრობის დონის განვითარებას ევროსაბჭოსა და მის საზღვრებს გარეთაც სასტუმროებისა და მასპინძლობის ინდუსტრიის დონის ამაღლებაც მოყვება.


კორპორაციული პროფილი
სენდანტის კორპორაცია
Cendant Corporation

1990 წელს ჩამოყალიბებული კორპორაცია „სენდანტი“იმთავითვე საშუალო მომხმარებლის ბაზარზე იყო გათვლილი. დღეისათვის „სენდანტი“ მთელი იმპერიაა, რომელიც მომიჯნავე მომსახურებების სფეროს არაერთი ბიზნესისა და ბრენდის მფლობელია, სატუმროებიდან დაწყებული მანქანების გაქირავების სერვისითა და უძრავი ქონებით დამთავრებული. „სენდანტი“ მსოფლიოს მასშტაბით უძრავი ქონებისა და მოგზაურობის სფეროს ერთ-ერთი უმთავრესი მომწოდებელი, მსოფლიოს უმსხვილესი ფრანშაიზორი და უძრავი ქონების საბროკერო ფირმების მფლობელია.
„სენდანტის“ შემადგენლობაშია: „Days Inn“  „Haward Johnson“, „Ramada“, „Klights Inn“, „Super 8“, „Travelodge“, „Villager Lodge“, „Wingate Inn“, „Century 21“, ERA, „Coldwell Banker“,  „Avis Rent-a-Car“ და PHH Corp.
„სენდანტი“ მარტო კანადას, შეერთებულ შტატებს, მექისკასა და ევროპაში ნახევარ მილიონ სატუმრო ოთახს აქირავებს, 11 ათას ხუთასზე მეტი ფრენშაიზი და საბროკერო კანტორა აქვს გახსნილი და მხოლოდ შეერთებულ შტატებში 190 ათასზე მეტი ბროკერი ყავს.
დამაარსებლისა და თავმჯდომარის ჰენრი რ. სილვერმენის ხელმძღვანელობით „სენდანტის“ საინვესტიციო კაპიტალი 1,400%-ით გაიზარდა. შემოსავალი კორპორაციის დაარსების პირველივე კვარტალში 88%-ით, მოგება კი 11%-ით გაიზარდა.
„სენდანტის“ უჩვეულო წარმატება სკეპტიკოსებს დიდი ყოყმანის საბაბს აძლევს - შეძლებს თუ არა კომპანია ასეთივე წარმატებული წინსვლის გაგრძელებას? თუმცა, სილვერმენი მომავალი წარმატების საწინდარს ბიზნესის ახალ სახეობაში - სასტუმროსა და კერძო ინვალიდთა სახლების შერწყმაში ხედავს.





პერსონალური პროფილი
კონრად ჰილტონი და ჰილტონის სასტუმროების კორპორაცია
Conrad Hilton and Hilton Hotels Corporation


ჰილტონის წარმატებას ორ ძირითად ფაქტორს უკავშირებენ:
1.      სამსახურში საუკეთესო მენეჯერების აყვანას და მათთვის სრული ავტონომიის მინიჭებას;
2.      კარგი და ყაირათიანი ვაჭრის გამოცდილებიდან გადახარჯვის თავიდან აცილების უნარს.
საბანკო სექტორში მუშაობის შემდეგ კონრად ჰილტონმა 1919 წელს პირველი სასტუმრო „Mobley შეიძინა 5 ათას ამერიკულ დოლარად. მისი პირველი კლიენტები ნავთობისა და მშენებლობის ინდსუტრიის წარმომადგენლები იყვნენ და ოთახებზე მაღალი მოთხოვნილების გამო, ჰილტონი სტუმრებს ხშირად თავის ოთახს უთმობდა და თვითონ ფოიეში, სკამზე იძინებდა. საბანკო საქმეში კარგად ჩახედულმა ჰილტონმა მალე სესხი აიღო და ახლო-მახლო მდებარე შვიდი სასტუმრო შეიძინა. ჰილონის ტაქტიკა ასეთი იყო: ესესხა რაც შეიძლება მეტი ფული და რაც შეიძლება მალე გაფართოებულიყო მაქსიმალურად და ამ ტაქტიკამ შესანშნავად იმუშავა 1930-იანი წლების დიდ დეპრესიამდე. ჰილტონის ქონების ნაწილი ბანკის ვალებს შეეწირა, მაგრამ ბევრი დიდი ბზინესმენის მსგავსად, ისიც ბრძოლისუნარიანი აღმოჩნდა და საკუთარი სიცოცლის დაზღვევისა თუ სხვა კორპორაციებთან გაერთიანების ფასად, ბიზნესი შეინარჩუნა.
სწორედ ჰილტონმა შეამჩნია პირველმა, რომ სასტუმროს კომფორტაბელურ ფოიეში საქმიან შეხვედრაზე მსხდომი ხალხი ფულს არ ხარჯავდა და საწრაფოდ გახსნა ფოიეს ბარი და მაღაზიები.
ჰილტონის კორპორაცია 50-ზე მეტ ქვეყანაში 2 ათსზე მეტი დამოუკიდებელი სასტუმროსაგაბ შედგება, მის საკუთრებაშია ისეთი ახალი ბრენდები, როგორიცაა: Double Tree Hotels, Embussy Suits, Hampton Inn & Suits, Homewood Suits და სხვ.


პერსონალური პროფილი
ელსვორთ სტატლერი
Ellsworth Statler
(1863-1928)

ელსვორთ სტატლერს ბევრი აღიარებს, როგორც ყველა დროის საუკეთესო სასტუმროს მეპატრონედ. სწორედ მან დანერგა უმაღლესი კლასის სტანდარტების კომფორტი და პირობები საშუალო კლასის მოგზაურებისთვის. სტატლერი უკვე თხუთმეტი წლის ასაკში, კურიერად მუშაობის ორწლიანი გამოცდილების შემდეგ დასავლეთ ვირჯინიაში, ერთ-ერთი საუკეთესო სატუმროს „Wheeling“-ის მთავარი კურიერი გახდა. როგორც კი შენიშნა, სატუმროს საბილიარდოდან და რკინიგზის ბილეთების გაყიდვიდან მოგების მიღების შანსი, სასტუმროს მეპატრონე დაარწმუნა მისთვის ფასდაკლებების ლიზინგის მიყდვის აუცილებლობაში და სულ მალე ჯერ ბოულინგ-ცენტრი და მერე ქალაქში საუკეთესო რესტორანი გახსნა. სტატლერის შემდეგი სამიზნე ბუფალო გახდა და მალე ელიოტ-სკვერის ბიზნეს ცენტრის პირველ სართულზე, როგორც თვითონ უწოდებდა, „მსოფლიოში ყველაზე დიდი“ რესტორანი გახსნა. მიუხედავად ინვესტორების პროტესტისა, რომ ბუფალოს „სახლში მჭამელთა“ ქალაქი იყო, სტატლერმა ქალაქის ცენტრში მომუშავე ბიზნესმენებს „25 ცენტიანი“ სადილები შესთავაზა და სულ რაღაც 3 წელიწადში სახლსგარეთ ჭამას შეაჩვია.
წარმატებით აღფრთოვანებულმა სტატლერმა ჯერ 2,257 ოთახიანი სასტუმრო და მერე 1908 წელს ბუფალოში 300 ნომრიანი და 300საბაზანიანი სასტუმროც გახსნა სადაც თვალნათლივ გამოჩნდა მისი არაჩვეულებრივი ნიჭი: ერთიან საკანალიზაციო სისტემასა თუ ტელეფონებითა და საკუთარი საპირფარეშოთი აღჭურვილ ოთახებში. მანვე მოიფიქრა სატუმროს სამზარეულოებისა და რესტორნების ერთმანეთის სიახლოვეს განლაგება და სტუმრებისთვის დილის გაზეთის უფასოდ მირთმევის სერვისის შემოღება, საწოლის გვერდით საკითხავი ლამფების დადგმა და ოთახების რადიოფიცირება. ასევე, სააბაზანოებში პირსახოცებისა და ოთახებში საწერი მოწყობილობების შეტანა.
დღეისათვის სტატლერის ფონდი რამდენიმე მილიონიანი ქონების მფლობელია.


პერსონალური პროფილი
აისედორ შარპი
Isadore Sharp

აისედორ შარპი, პირველი თაობის კანადელი, დღეს  „Four Seasons Regent Hotels”-ის თავმჯდომარე, პრეზიდენტი და დამფუძნებელი გახლავთ. ტორონტოში, ჯერვის სტრეტზე 1960-იან წლებში გახსნილი პირველი სასტუმროდან დაიწყო და მსოფლიოს ყველაზე მდიდრული და უმსხვილესი სასტუმროთა ქსელი - მულტიმილიონ დოლარიანი იმპერია შექმნა. „Four Seasons Regent Hotels”-ის წარმატება ზუსტად გამოხატავს აისედორ შარპის პირად თავდადებას, მიზანსწრაფულობას, სტილსა და გემოვნებას.
„Four Seasons Regent Hotels”-ი ნელ-ნელა და თანმიმდევრულად შენდებოდა. მისი წარმატება მთლიანად ერთი ადამიანის ხედვის დამსახურებაა. აისედორ შარპმა, რომელსაც მეგობრები იზის ეძახიან, შექმნა კომპანია, რომელიც მისი მტრებისა და მოყვრების აღიარებით,  ჭეშმარიტად კანადური კომპანიის მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრაციის მოდელს განაახიერებს.
დღეისათვის „Four Seasons“ მსოფლიოს ხვადასხვა ქვეყანაში 41 უმსხვილეს სასტუმროს აერთიანებს. აისედორ შარპი თვითრეალიზებული ადამიანია, რომელსაც თავისი სასტუმროებისა და კომპანიის წარმატების ერთნაირად სჯერა.



No comments:

Post a Comment