Friday, March 21, 2014

ტურისტის გამყოლის (გიდი)


თავი 3
ტურისტთა ტიპიური საზრუნავი

საქართველოს კონონი “ტურიზმისა და კურორტების შესახებ” ტერმინებს – ტურიზმსა და ტურისტს შემდეგ განმარტებას აძლევს:
ტურიზმი არის ადამიანის თავისუფალი, ნებაყოფილობითი, დროებითი გადაადგილება თავისი საცხოვრებელი ადგილიდან დასვენების, გაჯანსაღების, ისტორიისა და კულტურის ძეგლების დათვალიერების და/ან სხვა მიზნით.
ტურისტი არის ფიზიკური პირი, რომელიც ნებაყოფილობით მოგზაურობს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ფარგლებს გარეთ, დასვენების, გაჯანსაღების, საქმის ან სხვა მიზნით არანაკლებ 24 საათისა და არა უმეტეს ერთი წლის ვადით, და რომლის მოგზაურობაც არ ანაზღაურდება დროებითი ყოფნის ადგილის საფინანსო წყაროებიდან.
რაც იმას ნიშნავს, რომ ტურისტი არის ადამიანი, რომელიც თავისი საცხოვრებელი ადგილიად (სახლიდან) მიემგზავრება სიამოვნებისთვის ან საქმისთვის. სიამოვნებისთვის მოგზაურობა შეიძლება მოიცავდეს მეგობრების და ნათესავების მონახულების, ჯანმრთელობის გაუმჯობესების, შემეცნებითი და საგანმანათლებლო შთაბეჭდილებების მიღების, ბუნების, ლამაზი ადგილებისა და ეროვნული პარკების დათვალიერების, რელიგიურად საინტერესო ადგილების მონახულებისა და მოლოცვის, სხვადასხვა ინტერესების დაკმაყოფილების (ფესტივალებზე დასწრება, საყიდლებზე სიარული, კაზინოს მონახულება), სანახაობებზე დასწრების, თავგადასავლების ძიების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მონახულებისა და სხვა სურვილებს. საქმიანი მოგზაურობა კი შეიძლება დაკავშირებული იყოს, როგორც პირად ინტერესებთან, ასევე სამსახურის საქმეებთან.
ტურიზმი შეიძლება იყოს შიდა და გარე, საერთაშორისო, საშინაო თუ რეგიონალურ, რომლებიც თავის მხრივ იყოფა სათავგადასავლო, ეკო–, გასტრო–, ექსტრემალურ, კულტურული მემკვიდრეობის, კულტურულ და სხვა კატეგორიებად.

გარდა ამისა, ტურიზმის ორი ძირითად სახეობასაც ასხვავებენ:
1. გასვლითი ტურიზმი მოგზაურობა უცხო ქვეყნებში
გასვლითი ტურიზმი ნიშნავს ერთი ქვეყნის მცხოვრების სამოგზაუროდ გამგზავრებას მეორე ქვეყანაში. მაგალითად: ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლის გამგზავრებას ბაჰამის კუნძულებზე.
2. შემოსვლითი ტურიზმი - ერთი ქვეყნის ტურისტთა მოგზაურობა მეორე (სხვა) ქვეყანაში/კუთხეში  
როდესაც ტურისტი ჩამოდის უცხო ქვეყნიდან და სტუმრობს თქვენს ქვეყანას ან კუთხეს, მას შემოსულ ტურისტს უწოდებენ. ქვეყნის შიგნით სულ უფრო და უფრო მეტი პროფესიონალი მუშაობს ტურიზმის სფეროში და ისინი დიდი მონდომებით ცდილობენ შემოსულ ტურისტებს მიანჭონ მაქსიმალური სიამოვნება, რათა მათ თავის მხრივ თავის თანქავეყნებს გაუწიონ თქვენი ქვეყნის მონახულების რეკომენდაცია. 
ტურისტი მოგზაურობისას ოთხ აუცილებელ საფეხურს გადის:
1. ჩასვლა - დანიშნულების ადგილამდე ჩასვლა, აკლიმატიზაცია, კულტურული შოკი, პირველი შთაბეჭდილება, დახვედრა და მიღება;
2. გაჩერება - ტურისტულ სააგენტოსთან თუ ფირმასთან წინასწარ შეთანხმებული სერვისის მიღება,  შემეცნებითი ხასიათის ინფორმაციის მიღება, ადგილობრივი ხალხის ტრადიციებისა და წეს–ჩვეულებების გაცნობა, გაუგებრიობების ან უკმაყოფილების მიზეზების მოგვარება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3. გამგზავრება - საბოლოო შთაბეჭდილებები, სამშობლოში დაბრუნება;
4. მოგონებები - შთაბეჭდილებების გაზიარება ახლობლებისთვის,  მოგზაურობისას მიღებული დადებითი თუ უარყოფითი შთაბეჭდილებების შეფასება.
მოგზაურთა საზრუნავი და მოლოდინი
მოლოდინი და რეალობა - საერთაშორისო ტურიზმის ზრდასთან ერთად, ორივეს მიმართ - ტურისტისა და დანიშნულების ადგილისადმი მოთხოვნებიც გაიზარდა. ხშირად, მოგზაურს დანიშნულების ადგილთან დაკავშირებული წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი და მოლოდინი გააჩნია, რომელიც როგორც წესი, ნაკლებადაა რეალობაზე დაფუძნებული. ამიტომ დანიშნულების ადგილზე მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ჩამოსული სტუმრის მოლოდინის შესაბამისები გახდნენ.
რასაკვირველია, მოგზაურობისგან მიღებული კმაყოფილების თუ უკმაყოფილების დონე მეტწილად მოგზაურის პირად შეხედულებებსა და მის ხასიათზეა დამოკიდებული. ულამაზესი მზის ჩასვლის სცენა ან გრანდიოზული მთები ზოგისთვის ღვთაებრივი სანახაობაა და ზოგისთვის მოსაწყენი ხედი. ერთი სიტყვით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნების  მოლოდინს და მის მოთხოვნილებებს.

ტურისტული მოლოდინის ძირითადი კომპონენტებია:
·         ტრანსპორტირება: საიმედოობა და უსაფრთხოება;
·         საცხოვრებელი: სისუფთავე, კარგი ადგილ-მდებარეობა, სერვისის დონე;
·         კვება:  სისუფთავე, სანიტარული ნორმების დავცის ხარისხი, საკვების ხარისხი, ტურისტებისათვის მისაღები ფასები;
·         გართობა: სანახაობები, შემეცნებითი ხასიათის ინფორმაცია, ადგილობრივი კულტურა;
·         ვაჭრობა: მხოლოდ ადგილობრივი გარემოსათვის დამახასიათებელი უნიკლაური სუვენირები, ხელოვნებისა და ხელსაქმის ნიმუშები;
·         რეკრეაცია: ეკო-ტურიზმი, კულტურული მემკვიდრეობა, კულტურული გართობა, საინტერესო პროგრამები;
·         უსაფრთხოება: უსაფრთხოა თუ არა კონკრეტული ქვეყნის შიგნით გიდის ან მეგზურის გარეშე მოგზაურობა;
·         ხარჯი: გამართლებულია თუ არა მოგზაურობის ხარჯები.
ტურისტის მოთხოვნისა და მოლოდინის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისათვის აუცილებლად უნდა განვსაზღვროთ ვინ არის ჩვენი მომხმარებელი, რა მოთხოვნილებები და ღირებულებები აქვს მას, რისი გაკეთება შეგვიძლია ამ მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და რა საქმე უნდა გავაკეთოთ კლიენტისთვის მაქსიმალური კმაყოფილების მისანიჭებლად. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მომხმარებელი ანუ კლიენტი არასდროს არის ერთნაირი და არასდროს გააჩნიათ ერთნაირი ღირებულებები და მოთხოვნილებები. შესაბამისად, თითოეული კლიენტის მოთხოვნილებებთან ერთად შეიცვლება ჩვენი მოვალეობებიც.


No comments:

Post a Comment