Monday, March 17, 2014

ტურის გამყოლის (გიდის) ბიზნესი



თავი 2

ღია ცის ქვეშ და სათავგადასავლო ტურები

სათავგადასავლო/ ღია ცის ქვეშ გიდის პროფესია
 თუკი თქვენ მოგწონთ სათავგადასავლო/ ღია ცის ქვეშ ტურები, მაშინ თქვენ შეიძლება მოგეწონოთ შემდეგი ტურის  გიდობა:
·         ღია ცის ქვეშ სათავგადასავლო
·         თევზაობა/ნაოსნობა
·         კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმი
·         კულტურული ტურიზმი
·         ეკო-ტურიზმი
ეკო-ტურიზმი, სათავგადასავლო ტურიზმი და რეკრეაციული ტურიზმი სწრაფად მზარდი მიმართულებებია. ამ სახეობების პოპულარობის ზრდა აიხსნება დღევანდელი ტურისტების აქტიური ცხოვრების სტილით, რომლებიც დიდ ინტერესს იჩენენ მსგავსი ტურების მიმართ.

ჩანართი: მიმდინარე საუკუნეში ტრადიციული ტურიზმის, რომელიც ადრე რომლიც ადრე „სამი  S-ით( sun, sand, sea) იყო ცნობილი – სრულიად საწინააღმდეგო მიმართულება განვითარდა. თანამედროვე ტურისტები სათავგადასავლო და სპორტულ ტურებსაც კი ითხოვენ.
 

მსგავსი ტურების დროს ტურისტები ადგილობრივი კულტურის გარდა ადგილობრივ ბუნებასაც ეცნობიან, რაც მათი ინტერესისი სფეროს წარმოადგენს. ტურისტებს აინტერესებთ ყველაფერი ფრინველებზე დაკვირვებიდან (bird watching) დაწყებული ორაგულზე თევზაობის, ცხენოსნობის, ჯომარდობის (რაფტინგის) და გოლფის ჩათვლით.
სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულები ეცნობიან სხვადასხვა ქვეყნების ნატურალურ/ხელშეუხებელ ბუნებას, მათ იზიდავთ აქტიური უჩვეულო არდადეგები და მოგზაურობები.

სათავგადასავლო და რეკრეაციული ტურების კომპანიის მართვა
სათავგადასავლო ტურიზმის და რეკრეაციის მიმართულებები სწრაფად მზარდია. ტურიზმის ტრადიციულ მიმართულებაში ბევრი შეიცვალა, გამოჩნდა ახალი მიმართულებები, რაც წლების განმავლობაში ტურისტების ქცევის და სურვილების ცვლილებით აიხსნება. განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა ისეთ ტურისტულ შთავაზებებზე, რომელშიც ბუნების მონახულებაზე კეთდება აქცენტი. ეს შეთავაზება მოიცავს ფრინველებზე დაკვირვებას(bird watching), თევზაობას, ცხენოსნობას, რაფტინგს და სხვა სპორტულ თუ ფიზიკურ აქტივობებს. 
ცხადია, ტურისტებს ესაჭიროებათ სასტუმროები, უჩნდებათ სურვილი ეწვიონ ადგილობრივ რესტორნებს, ესაჭიროებათ ადგილობრივი ტრანსპორტი, ეს კი ქვეყანაში არსებული სხვა სფეროების ათვისებას და პოპულარიზაციასაც უწყობს ხელს. 
ლაშქრობა (ჰაიკინგი), ველოსიპედით სეირნობა, მთაში სვლა, ცურვა, ცხენოსნობა, რაფტინგი, წყალქვეშა ყვინთვა, თოვლში სპორტული აქტივობები, ველური ბუნება მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ახალი ტურისტული მიმართულებებიდან, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში. აგრეთვე უნდა აღინიშნოს ველური ბუნების ფოტოგადაღების მსურველი ტურისტების გამოჩენაც. 
სათავგადასავლო ტურების და ეკოტურების ბიზნესში მომუშავე კომპანიებს უნდა ქონდეთ შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება და სურვილიც, რომ მსგავს ტურებს ეფექტურად და მაღალი ხარისხით მოემსახურონ. მათ აქრეთვე ტექნიკური პროფესიონალიზმიც ესაჭიროებათ, რადგან მსგავს გარემოში ტურისტების უსაფრთხოების შენარჩუნება დიდი ყურადღებას და ძალისხმევას მოითხოვს. აგრეთვე გიდის მოვალეობაა ტურისტები დაარიგოს, რომ არ მოხდეს ბუნების დაბინძურება. გარემოს აუცილებლად ესაჭიროება გაფრთხილება.

სუფთა ჰაერზე ტურების სერვისის და პასუხისმგებლობის მიმოხილვა
·         გაუძღვე ინდივიდუალურ ან ჯგუფურ ტურებს;
·         ჩამოაყალიბო/დაამყარო პოზიტიური ურთიერთობები ტურისტებთან;
·         იქონიო შესაბამისი აპარატურა და მოწყობილობები;
·         მოაწყო მოსასვენებელი ბანაკი;
·         შესთვაზო ტურისტებს საკვები;
·        ჩაუტარო საჭირო უნარ-ჩვევების დემონსტრირება;
·         მოუფრთხილდე ბუნებრივ რესურსს;

საწყალოსნო სპორტი, სათავგადასავლო და  სათევზაო ტურები
ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე წყლის და წყალთან დაკავშირებული სპორტული აქტივობები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში.  აქტივობები მოიცავს თევზაობას, ცურვას, ნავით სეირნობას, ვინდსერფინგს, წყლის თხილამურებით სრიალს, ყვინთვას და ა.შ.  აგრეთვე, ტურისტებს სთავაზობენ გემით გასეირნებას, სპორტულ თევზაობას და სხვ. ახალი და საკმაოდ პოპულარული გასართობია ვეშაპებზე დაკვირვება ( whale-watching) და წყალქვეშა თევზაობა. 

თევზაობის ტურის გიდისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები 
·         კარვის გაშლა, საკვების მომზადება, შხაპის მისაღები ტენტების დადგმა;
·         მომდევნო დღის გეგმის გადახედვა და დღის წესრიგის ტურის მონაწილეებისათვის გაცნობა;
·         კომუნიკაციის დამყარება საჰაერო ოპერატორებთან;
·         გარემოს ნარჩენებისაგან გაწმენდა/დასუფთავება; 
·         საღამოს გასართობი აქტივობები - კოცონის დანთება და დასვენება დამღლელი დღის ბოლოს.

ჯომარდობის (რაფტინგის) ტურის გიდის აუცილებელი უნარ-ჩვევები 
·         განრიგის გაყოლა;
·         ტურისტების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
·         უსაფრთხოების ინსტრუქტჟის ჩატარება;
·         რისკის მართვა; 
·         მოწყობილობების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
·         უსაფრთხოების ნორმების ტურისტებისათვის გაცნობა.

სავალდებულო უნარ-ჩვევები
ფიზიკური მომზადება და შესაბამის სპორტში გამოცდილების ქონა არის აუცილებელი. ტურის მართვის დროს იქნება ეს ლაშქრობა (ჰაიკინგი), ნაოსნობა თუ სხვა გიდს უნდა ქონდეს იმის ძალა, რომ თავისი გამოცდილებით და ცოდნით ტურისტებს უსაფრთხო და დასამახსოვრებელი ტური შესთავაზოს. აგრეთვე უნდა ფლობდეს კომუნიკაციის უნარს და მარტივად ამყარებდეს ურთიერთობას ტურისტებთან. აგრეთვე უნდა ქონდეს ლიდერობის უნარ-ჩვევებიც. ცხადია უნდა შეეძლოს ინფორმაციის მიწოდება ადგილობრივი გარემოს ისტორიის შესახებ. აგრეტვე უნდა შეეძლოს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაც. 

კულტურული და კულტურული მემკვიდრეობის ტურების თარჯიმანი (ინტერპრეტატორი) გიდის მომსახურება
თუკი თქვენ გიზიდავთ და გაინტერესებთ თქვენი ქვეყნის ისტორია, მაშინ თქვენთვის შესაფერისი სამსახური იქნება მემკვიდრეობის ტურის გიდობა. თქვენ შესაძლებლობა მოგეცემათ თქვენი კულტურა გაუზიაროთ უცხოელ ტურისტებს.  მსგავსი ტურის ოპერატორებს შეუძლიათ იმუშაონ სხვადასხვა ადგილებში დაწყებული პარკებიდან, მუზეუმების, აკვარიუმების და ბოტანიკური ბაღების ჩათვლითაც კი. ისინი უნდა ფლობდნენ სიღრმისეულ ცოდნას და ტურისტების ნებისმიერი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება უნდა შეეძლოთ. მათ მოუწევთ სხვადასხვა აუდიტორიასთან მუშაობა, რაც სამსახურს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
  
კულტურული და კულტურული მემკვიდრეობის ტურების  გიდის ვალდებულებები
·         შეიმუშაონ და ჩაატარონ საკულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამები;
·         ადაპტაცია მოახდინონ სხვადასხვა ტიპის ჯგუფების წაძღოლაში;
·         იმუშაონ საპრეზენტაციო მასალებთან და მოწყობილობებთან (აუდიოვიზუალი, სლაიდ-შოუ);
·         დაიცვან ადგილობრივი რესურსები.

მსგავსი ტიპის გიდებიც უნდა ფლობდნენ კომუნიკაციის უნარს და ხალხის წინაშე პრეზენტაციის ჩატარების უნარ-ჩვევებს.

No comments:

Post a Comment