Thursday, May 15, 2014

შესავალი ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი 1


                                                             ( შეს.1)

IX თემა

მართული მომსახურებები



          მიმოხილვა. საზოგადოებრივი კვების სისტემაში მართული მომსახურობების სეგმენტებია:
·         ავიაკომპანიები
·         შეიარაღებული ძალები
·         დაწყებითი და საშუალო სკოლები
·         კოლეჯები და უნივერსიტეტები
·         ჯანდაცვის დაწესებულებები (საავადმყოფოები)
·         დაწესებულებებიდა ორგანიზაციები
·         დასასვენებელი ობიექტები
            მართული მომსახურების ორგანიზაციები კვებისმომსახურებისკომერციული საწარმოებისგან რამდენიმე პრინციპული ნიშნით განსხვავდება:
1.      რესტორნის მთავარი ფუნქცია სტუმრისთვის სიამოვნების მინიჭება და მისი დაკმაყოფილებაა. რესტორნის მომსახურებაში გასათვალისწინებელია, როგორც სტუმრის, ასევე კლიენტის ანუ თავად რესტორნის (ინსტიტუციის) საჭიროებები. 
2.      გარკვეული ოპერაციების დროს სტუმარი კლიენტის ანუ რესტორნის „ტყვეობაში“ ექცევა: საზკვების ობიოექტებში სტუმარს შეიძლება დღეში ერთხელ ან ორჯერ აჭმევდნენ.
3.      მართული მომსახურება ისეთ მასპინძელ ორგანიზაციებშიც მიმდინარეობს, რომელთა პირდაპირი დანიშნულებაც არ არის კვება.
4.      მართული ოპერაციების უმეტესი ნაწილი დროის დადგენილ მონაკვეთში დიდი რაოდენობის საჭმელს აწარმოებს. მაგალითად: საუზმის ან სადილის დროს საჭმელი ერთიდაიგივე დროს პარტიებად მზადდება.
5.      ბიზნესის მოცულობა არ იცვლება და, შესაბამისად, იოლია მისი მიწოდება. უფრო მარტივია პორციების საჭირო ოდენობისა და მოცულობის განსაზღვრა.




          საავიაციო კვებით მომსახურება. აშკარაა, რომ კარგი საჭმელი ავიაკომპანიებისათვის შეჯიბრისა და კლიენტების მიზიდვის კიდევ ერთ ფაქტორად იქცა. ავიაკომპანიები მონდომებული არიან იგივე დანახარჯით ბევრად უკეთესი კვება შესთავაზონ მგზავრებს. ავიაკომპანიების ნაწილი საჭმელს თავად აწარმოებს, ნაწილი კი კონტრაქტორების დახმარებას მიმართავს. საკუთარი საჭმელი უმეტესად აეროპორტთან ახლო მდებარე ფაბრიკაში მზადდება და სპეციალურ პაკეტებში პორციებადაა განაწილებული. საჭმელს ხომალდზე აზიდავენ თუ არა, ის ბორტგამცილებლის განმგებლობაში გადადის.
კვების საკუთარი სერვისი ავიაკომპანიაში კომპლექსური ლოგისტიკური ოპერაციაა: საჭმელი უნდა ექვემდებარებოდეს ტრანსპორტირებას, უძლებდეს სიცივეს და სიცხეს შენახვისა და მომზადების განმავლობაში. ცხელი საჭმელი თერმოდამუშავებას (ანუ შეცხელებას) უნდა ექვემდებარებოდეს თეფშზე და, გარდა ამ ყველაფრისა, უნდა იყოს გემრიელი და ხარისხიანი.
ავიაკომპანიაშისაკუთარი კვების სერვისის შეთხვევაში სპეციალური სამსახური შეიმუშავებს მენიუს, ადგენს კერძების სპეციფიკაციას, აფორმებს კონტრაქტებს და ა.შ. ასევე მნიშვნელოვანია ჭურჭლისა და კვებასთან დაკავშირებული ინვენტარის დიზაინი. თითოეულ ავიაკომპანიას ყავს საჭმლის ხარისხზე ზედამხედველობის სამსახური.
უკანასკნელ წლებში მსხვილ ავიაკომპანიებში თვითმფრინავზე საკუთარი მზარეულები, რესტორნები და სამზარეულოს კურსებიც კი აქვთ. მათთვის ცნობილი რესტორნები და კულინარიული სკოლები შეიმუშავებენ რეცეპტებსა და მენიუს. ავიაკომპანიების უმეტესობა მგზავრებს სამი დონის მომსახურებას სთავაზობს: ბიზნეს–კლასი, ეკონომ–კლასი და პირველი კლასი.
თუმცა, ავიაკომპანიების დიდი ნაწილი მოკლე ფრენების დროს მგზავრებს საჭმელს სულ არ სთავაზობს, ან კერძების ნაცვლად აპეტაიზერებით იფარგლება და ასე ამცირებს კვების ხარჯებს.

         აეროპორტის კვებით მომსახურება. აეროპორტების უმრავლესობაში კვების საკითხებს სამენეჯერო კომპანიები აწესრიგებს. უფრო ხშირად აეროპორტები ცნობილი ბრენდებთან თანამშრომლობას არჩევენ და აეროპორტის ტერიტორიაზე მათ რესტორნებს ხსნიან. ასეთი ბრენდებია: „პიცა ჰატი“, „ბურგერ კინგი“ და ა.შ.



          სკოლების კვებით მომსახურება. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ჯერ კიდევ 1946 წელს გამოსცა სახელმწიფო სკოლების კვების აქტი. მთავრობის ზრუნვის საგანი  რეალურად ზოგადად მომავალი თაობა კი არა, მომავალი სამხედროების ჯანმრთელობა გახლდა. როგორც მეორე მსოფლიო ომის გამოცდილებამ აჩვენა, მოზარდის ცუდი კვება, მომავალში პირდაპირ მოქმედებდა სამხედრო პირის ამტანობაზე. გარდა ამისა, კვების აქტი სკოლებს ადგილობრივი ფერმერებისგან პროდუქტების შეძენას ავალებდა, რაც ფერმაში მოწეული საქონლის გასაღებას უწყობდა ხელს. ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეისათვის დაახლოებით 26 მილიონი ბავშვი მიირთმევს ყოველდღიურად საუზმესა და ლანჩს 98 ათას სკოლაში და მათ კვებაზე ყოველწლიურად 7 მილიარდი ამერიკული დოლარი იხარჯება.
            განსაკუთრებული აქცენტი ელემენტარული და საშუალო სკოლის მოსწავლეების კვებაზე კეთდება და მთავარი გამოწვევა საკვების საფასურისა და მისი ენერგეტიკული ღირებულების დაბალანსებაში მდგომარეობს. ბავშვი, რომელიც სწორად იკვებება უფრო ჯანმრთელი და ყურადღებიანია და ნაკლებად აცდენს სკოლას. ყველა მოსწავლისათვის საჭმლის უფასოდ შეთავაზებამ, პარალელურად, ხელმოკლე ოჯახიდან ბავშვების კვების პრობლემაც მოხსნა. თუმცა, სპეციალისტების ნაწილი თვლის რომ ამერიკული კვების პროგრამა ბავშვთა კვების რეალურ ნორმებს არ აკმაყოფილებს და მხოლოდ ფულის ფლანგვაა. თუმცა, პრიოგრამის მოწაინააღმდეგეებიც და მისი მომხრეებიც თანხმდებიან, რომ სწორ კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოზარდი თაობისთვის. საზოგადოებაში ნამდვილი შოკი გამოიწვია ცნობამ ბატიბუტში ცხიმისა და ქოლესტერინის დიდი რაოდენობის შემცველობის თაობაზე. არანაკლებ სავალალოა სკოლის სადილის პორციაში ცხიმის მაღალი და დიეტური პროდუქტების შემცველობის დაბალი პროცენტი. საგანგაშოდ მცირეა ამერიკელი მოზარდების მიერ მოხმარებული ხილის რაოდენობაც. მაგალითად: 6–დან 11 წლამდე ბავშვების 32% და 12–დან 18 წლამდე მოზარდების 26% დღეში ერთ ცალ ბოსტნეულსაც არ ჭამს და 6–დან 11 წლამდე ბავშვების 56% და 12–დან 18 წლამდე მოზარდების 74% დღეში ერთ ცალ ხილსაც არ ჭამს.
            სკოლების უმეტესობას საკუთარი სამზარეულო და სასადილო ოთახები აქვს. დანარჩენები კი სხვაგან მომზადებული საჭმლის გაცხელებით შემოიფარგლებიან. სკოლების უმრავლესობას სიტუაციის გაუმჯობესების შანსიც არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო პროგრამის თანახმად ერთი ბავშვის კვებაზე დღეში მხოლოდ 2 აშშ დოლარია გამოყოფილი.
            ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს დიეტური ნორმატივების დაცვას. მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა ბავშვებისათვის აუცილებელი საკვები ღირებულებების დასადგენად. ძალიან ძნელია ბალანსის დაცვა ჯანმრთელ საკვებსა და მის ღირებულებას შორის. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ბავშვების გემოვნებაც საჭმელთან მიმართებაში. როგორც წესი, ბავშვების უმრავლესობა არ ჭამს ე.წ. „დიდების საჭმელს“.
            სკოლის ლანჩის ეროვნული პროგრამის თანახმად ამერიკის შეერთებულ შტატებში ბავშვებს მინიმუმ სამი–ხუთი სახეობის კერძის არჩევანი უნდა ქონდეთ. ასევე დადგენილია კერძში ცილების, ცხიმებისა და ნახსირწყლების შემცველობის ნორმაც.
სკოლებისათვის საჭმლის მიმწოდებელ კომპანიებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ყოველწლიურად 4,7 მილიად ამერიკულ დოლარს უხდის სკოლებისათვის საჭმლის იაფად მიწოდებისათვის. სწრაფი კვების წარმომადგენლები, რომლებსაც ქვეყნის მასშტაბით ქსელური რესტორნების მთელი ჯაჭვი აქვთ, სკოლებისთვის იაფფასიან მომსახურების გაწევაში სამომავლო მოგებას ნახულობენ: მოზარდები ბავშვობიდან ეჩვევიან ამა თუ იმ ფორმის საკვებს და შემდგომში მათი ერთგული მომხმარებლები ხდებიან. მაგალითად: „ტაკო ბელი“ სამი ათასამდე სკოლას ემსახურება, „პიცა ჰატი“ – ოთხი ათას ხუთასს, „საბვეი“ – ექვსას ორმოცდაათს. აგრეთვე, ბევრ სკოლაშია წარმოდგენილი „დომინო“, „მაკდონალდსი“ და „არბი“. 
            არაერთი ცნობილი შეფმზარეული მუშაობს ამერიკის აგრარული დეპარტამენტის კვების გამყოფილებაში დადგენილი თანხის ფარგლებში ჯანმრთელი და ნოყიერი კერძების რეცეპტების შექმნაზე.

          კვება კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში. კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში კვების მომსახურების ერთიანი სისტემა არ არსებობს და ის საუნივერსიტეტო კაფეტერიებში, ფაკულტეტის კლუბებში, სტუდენტურ გაერთიანებებში, სასადილოებში, ადმინისტრაციულ სამზარეულოსა და გარე ბარებსა და რესტორნებში ხორციელდება.
            კვების სერვისის მომწოდებლებისათვის ყველაზე დიდი გამოწვევა კამპუსის სასადილოს მართვაა, იქიდან გამომდინარე რომ კამპუსის მცხოვრებთა უმეტესობა სწორედ კამპუსში ჭამს საჭმელს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სტუდენტებს მალე წყინდებათ ერთიდაიგივე საჭმელი და ამიტომ კამპუსის სამზარეულოთა უმეტესობა მათ ციკლურ მენიუს სთავაზობს, რომელიც პერიოდული გრაფიკით იცვლება.
            პარალელურად, კოლეჯის კვების მენეჯერს ჩვეულებრივი რესტორნის მენეჯერთან შედარებით გარკვეული უპირატესობა აქვს. ჯერ ერთი, მარტივია ბუიჯეტის შედგენა იქიდან გამომდინარე, რომ კამპუსში მხოვრები სტუდენტები წინასწარ, ბინის ქირასთან ერთად იხდიან კვების საფასურს და შესაბამისად, ადვილი გამოსათვლელია რამდენ ადამიანზე უნდა დაიგეგმოს საჭმელი. როდესაც ზუსტადაა ცნობილი კლიენტების რაოდენობა  და გადახდაც უზრუნველყოფილია, ძალიან ადვილია საჭმლის საჭირო რაოდენობის გამოთვლა და მისი რეალიზაცია. ეს ყველაფერი კი მოგების გარანტიას იძლევა. მაგალითად, კვების დღიურ ტარიფს ასე ითვლიან:  თუკი კვებისათვის ერთ სემესტრზე გამოყოფილია 650 ათსი აშშ დოლარი, სემესტრი შედგება 98 დღისგან და კამპუსში ყოველდღიურად იკვებება 1 ათსი სტუდენტი, მაშინ თანხა გაყოფილი დღეების რაოდენობაზე და შეფარდებული სტუდენტების რაოდენობაზე იქნება 1 ადამიანის კვების დღიური ტარიფიანუ 6 დოლარი და სამოცდასამი ცენტი:

650,00$ ÷98 (დღე)1000 (სტუდენტი)=6, 63$

          სტუდენტური სასადილოს კვების მომსახურების თანამედროვე მესვეურები სტუდენტებს საჭმლის ფართო არჩევანს სთავაზობენ, ადრე კი სტუდენტი ყოველდღიურად იხდიდა კვების ფულს იმისდა მიუხედავად, ისადილებდა იმ დღეს კამპუსში თუ არა. ერთი სიტყვით, კვების მენეჯერები სერიოზულ მოგებას ნახულობდნენ, იმ სტუდენტებზე, რომლებიც არ სადილობდნენ სასადილოში. დღეისათვის, სტუდენტები მეტწილად მხოლოდჭამის შემთხვევაში იხდიან საკრედიტო ბარათის მეშვეობით. რამდენს შეჭამს სტუდენტი, ესეც მხოლოდ მისი საკრედიტო ბარათის ბალანსზე და ფინანსურ შესაძლებლობაზეა დამოკიდებული.
            ხშირ შემთხვევაში საკუთარი სასადილო ან კაფეტერია აქვს სტუდენტურ კავშირებსაც. ასეთი კაფეტერიები, როგორც წესი სტუდენტური გაერთიანების წევრების შეხვედრისა და ურთიერთობის ადგილია და საუზმის, ვახშმისა და სადილის დროს იხსნება. კარგი მუშაობის შემთხვევაში, ასეთი კაფეტერიები ხშირად უქმე დღეებშიც მუშაობს. რაც შეეხება მენიუს, კაფეტერიის მენიუ ხან ემთხვევა და ხან არა კამპუსისა და კოლეჯის სასადილოს მენიუს.
            კამპუსისაგან განსხვავებით, სტუდენტურ ბარებსა და პაბებშიდაშვებულია სტუდენტებზე ლუდის და ზოგიერთ შემთხვევაში ღვინის გაყიდვაც, რაც, ბუნებრივია, დადებითად მოქმედებს მსგავსი ადგილების შემოსავალზე.
სკოლების მსგავსად კოლეჯები და უნივერსსიტეტებიც თანამშრომლობენ კვების ინდუსტრიის გავრცელებულ ბრენდებთან. მაგ.: „პიცა ჰატი“, „მაკდონალდსი“, „უენდისი“ და ა.შ.
            სტუდენტებში, რომლებსაც საჭმლის საკუთარი ხელით მომზადება სულ არ ხიბლავთ,  განსაკუთრებული  პოპულარულობით სარგებლობს თან წასაღები საჭმელი. ასეთი საჭმელი ძალიან მოხერხებულია სტუდენტურ წვეულებებზე, თავშეყრებსა და ფეხბურთის მატჩის ყურებისას.


          კვება ჯანმრთელობის დაცვის ობიექტებში. ჯანდაცვის ობიექტების მომსახურებაზე ორიენტირებულ კვების ინდუსტრიის წარმომადგენლებს სხვადასხვა სახის მოთხოვნების დაკმაყოფილება უწევთ სხვადასხვა ტიპის სამედიცინო დაწესებულებებში. ჯანდაცვის სისტემაში კვება გათვლილია პაციენტებზე, პაციენტის თავზემდგომ ნათესავებზე (მომვლელებზე), მათ მნახველებზე და თავად დაწესებულების პერსონალზე (ექიმები, სანიტრები, ექთნები და ა.შ.). კაფეტერია იქნება, სასადილო, საჭმლის ავტომატი თუ კატერინგის ფირმა საჭმლის მოწოდება ხდება სინებზე.
            ჯანდაცვაზე ორიენტირებული კვების ინდუსტრიის წარმოამდგენლებს დიეტურ და ჯანმრთელ კვებასთან დაკავშირებულ ბევრ სპეციფიკურ საკითხთან უწევთ გამკლავება. ზუსტადაა განსასაზღვრი როგორი საჭმელი რომელი პაციენტისთვისაა განკუთვნილი და აუცილებელია კონკრეტული ულუფის კონკრეტულ პაციენტთან მოხვედრის გარნტირებულად უზრუნველყოფა, რაც სულაც არ გახლავთ ადვილი საქმე.
დიეტოლოგების მიერ თითოეული დაავადებით სნეული პაციენტისათვის სხვადასხვა მენიუს შედგენის შემდეგ კვების მომსახურების წარმომადგენლები განსაზღვრავენ ე.წ. სინების რიგს, ანუ ყოველ ავადმყოფობას თავის ფერს ანიჭებენ და მაგალითად: დიაბეტიკებისათვის განსაზღვრულ საჭმელს ალაგებენ წითელ სინებზე, გასტრიტიანებისას მწვანეზე და ა.შ. თითოეული სინის აღჭურვილობაში შედის თეფშის ქვეშ დასაფენი ტილო, დანა–ჩანგალი, ხელსახოცი, მარილი და პილპილი და ზოგიერთ შემთხვევაში პატარა ლარნაკი ყვავილით. გამზადებულ ლანგარზე სინის ფერის მიხედვით ალაგებენ საჭმელს და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, თითოეულ სინს 2–3–ჯერ ამოწმებენ, რაიმე შეცდომა რომ არ გაიპაროს და კონკრეტული პაციენტისთვის განკუთვნილი საჭმელი ზუსტად მის ადრესატთან მოხვდეს. დატვირთულ სინებს სართულების მიხედვით ანაწილებენ და წუთში 5 პაციენტს ემსახურებიან.
            ჯანდაცვის სისტემაში კვება საკმაოდ ძვირი ჯდება და ბევრ შრომასა და ყურადღებას მოითხოვს. თითო საოპერაციო დოლარიდან დაახლოებით 55–60% სამუშაოს შესრულებაზე მიდის. ხარჯის შემცირებას კვების ოპერატორები თვითმომსახურების აპარატების და სასადილოების მეშვეობით ცდილობენ. იგივე მიზანს ემსახურება საავადმყოფოების სამზარეულოებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ან ისეთი სწრაფი კვების ბრენდების შემოყვანა, როგორიცაა „მაკდონალდსი“ ან „პიცა ჰატი“.


        ბიზნესი და ინდუსტრია (B&I). ბიზნესისა და ინდუსტრიის მომსახურება ინდუსტრიის ყველაზე დინამიური სეგმენტია. უკანასკნელ წლებში კვების მომსახურება ბევრად უფრო მრავალფეროვანი გახდა მაღალი კლასის რესტორნებისათვის დამახასიათებელი მდიდრული მენიუთი და მაღალი ხარისხის გემრიელი კერძებით.
B&Iკვების მომსახურებისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე საკითხი:
1.      კონტრაქტორები– კომპანიები რომლებიც კლიენტს მომსახურებას კონტრაქტის საფუძველზე უწევენ. კორპორაციების უმეტესობა სწორედ ასეთ კონტრაქტს აფორმებს კვების ინდუსტრიის წარმომადგენლებთან. ისინი პროფესიონალულ ორგანიზაციებს ანდობენ მათი დაწესებულებბების სამზარეულოებისა და სასადილოების მართვას. კვების მომსახურების ამ მეთოდის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ კონტრაქტორი არაა ვალდებული შეღავათები გაუკეთოს კომპანიის თანამშრომლებს;
2.      საკუთარი ოპერატორები – კომპანიები რომლებსაც საკუთარი კვების მომსახურება აქვთ. ასეთი მეთოდის ერთ–ერთი უპირატესობა კვების ოპერატორის გაკონტროლების სიმარტივეშია. ადვილია შეაცვლევინო მენიუ ან აიძულო გაითვალისწინოს კომპანიის აზრით მნიშვნელოვანი დიეტური ნორმები.
3.      შუამავლები – შაუამავალს ეკისრება ვალდებულება კორპორაციის მოთხოვნები გადასცეს და აუხსნას კვების ოპერატორს (კონტრაქტორს) და კონტრაქტის გადასინჯვისას შეამოწმოს, ორივე მხარე ასრულებდა თუ არა კონტრაქტის პირობებს.

            B&I კვების მომსახურების ბაზრის 80% კონტრაქტორებს უკავიათ, დარჩენილ 20% კი საკუთარ ოპერატორებს. ამ სეგმენტისათვის დამახასიათებელია სრული მომსახურებისა და შეზღუდული მომსახურების კაფეტერიები.

          რეკრეაცია და დასვენება. მართული მომსახურებების რეკრეაციისა და დასვენების სეგმენტი თამამად შეიძლება ჩაითვალოს კვების სერვისის ყველაზე გამორჩეულ და ყველაზე სახალისო ნაწილად.
            გართობისა და რეკრეაციის კვების მომსახურება მოიცავს სტადიონებს, სპორტულ არენებს, ეროვნულ პარკებს, გასართობ პარკებს, ზოოპარკებს, აკვარიუმებს და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. როგორც წესი, ასეთ ადგილებში ხალხი ჩქარობს, ამიტომ კვების ობიექტების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მომხმარებლებისთვის პროდუქტის მოკლე დროში მიწოდება. მაგალითად, სპორტული ღონისძიებები ორიდან სამი საათის განმავლობაში გრძელდება.
            სეგმენტის უნიკალურობა და სახალისოობა კი იმაში მდგომარეობს რომ კვების ობიექტების წარმომადგენლებიც ღონისძიების მონაწილეები ხდებიან. მაგალითად, ისინი თავიანთი სამუშაო ადგილებიდან ესწერებიან ჩემპიონთა ლიგის ფინალს, უიმბლდონის ჩემპიონატს, როკ–კონცერტს, საცირკო წარმოდგენას და ა.შ. თანაც, ამისათვის ანაზღაურებას ღებულობენ. ეროვნულ თუ გასართობ პარკებზე ორიენტირებული ობიექტების წარმომადგენლები მთელ დღეს ბუნების წიაღში ან სუფთა ჰაერზე ატარებენ.


ტენდენციები მართულ მომსახურებებში

ü  კოლეჯებისა და უნივერსიტეტების კვების მენეჯერებს სულ უფრო და უფრო მეტის სირთულეების გადალახვა უწევთ;
ü  კამპუსებში მატულობს ელექტრონული ბარათებით სარგებლობის შემთხვევები;
ü  სპორტული ღონისძიებების დროს მატულობს საჭმლის თან წაღების შემთხვევები;
ü  ოცდაოთხსაათიანი მომსახურება;
ü  მზარდი ბიზნესი ჯანდაცვის ობიექტებსა და სათნოების სახლებში;
ü  ახალი პროდუქტების მოხმარების შემთხვევების მატება.




პერსონალური პროფილი
მანუელ ლორენცო
Manuel Lorenzo

            მანუელ ლორენცო „მერიოტის“ კვების მომსახურების ხელმძღვანელი გახლავთ და მისი ყოვლი დილა ზუსტად ცხრა საათზე შეერთებული შტატების საერთაშორისო უნივერსიტეტში გამოცხადებით იწყება. პირველ რიგში ამოწმებს დაგეგმილ კატერინგის განრიგს და ნახულობს დღის განმავლობაში რა ღონისძიებები ტარდება. ამის შემდეგ გეგმავს საჭმლის მომზადების გრაფიკს. ათი საათისთვის მანუელი კვების ობიეტების შემოვლას იწყებს  და კაფეებიდან და ბარებიდან ღამის ნამუშევარს კრეფავს. ხელზე ფულს დაუყოვნებლივ აგზავნის ბანკში და ინფორმაცია შეყავს კომპანიის კომპიუტერში.
წინა დღის შემოსავლის დაბინავების შემდეგ მანუელ ლორენცო ხვდება უბივერსიტეტის კვების მომსახურების მენეჯერს. ამ დროს განიხილავენ არსებულ ან სამომავლო პრობლემებს. 11 საათზე ამოწმებს კაფეტერიების მზაობას ლანჩისთვის და ორის ნახევრამდე აგრძელებს ლანჩის პროცესის კონტროლს. ლანჩის შემდეგ იწყებს სადფილისთვის ზრუნვას.
            დღის ბოლოს მანუელი ამოწმებს კატერინგისას გამოყენებული ინვენტარი დაბრუნდა თუ არა საწყობში და აბინავებს მას. ასეთია მანუელ ლორენცოს ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე.



პერსონალური პროფილი
რეჯინალდ ვაშინგტრონი
Reginald G. Washington

            რეჯინალდ ვაშინგტონი ფლორიდაში მსხვილ გასართობ კომპანიაში კვების გენერალური მენეჯერი და „Washington Enterprises Inc.“–ის აღმასრულებელი დირექტორია. იგი ჯერ კიდევ სტუდენტობისას ჩაება სასტუმროსა და რესტორნის ბზინესში. სწორედ მაშინ გადაწყვიტა კვების გენერალური მენეჯერი გამხდარიყო და მიზანს მიაღწია კიდეც.
            ბავშვობაში საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახში იზრდებოდა ქალაქ მარათონში (ფლორიდა) და კვების ინდუსტრიას პირველად ცამეტინ წლის ასაკში ეზიარა ადგილობრივ იახტ–კლუბში. მის მოვალეობაში მაგიდების ალაგება და სხვა წვრილმანი სამუშაო შედიოდა. 1970 წელს ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაამთავრა სასტუმროსა და რესტორნის ადმინისტრირების განხრით და მუშაობა „Indies Inn Resort-ში გააგრძელა.
            რეჯინალდ ვაშინგტონის ცხოვრებისეული კრედო პოზიტიურ საქციელში მდგომარეობს და ირგვლივ მყოფების პატრივისცემას პროფესიონალიზმისა და შრომისმოყვარეობისათვის იმსახურებს. 


კორპორაციული პროფილი
არამარკი
Aramark

            დევიდ დევიდსონმა და ბილ ფიშმენმა 1950 წელს ოცნების ახდენა განიზრახეს და თვიტმომსახურების აპარატებს კვების მომსახურება დაუმატეს. ორმა ბიზნესმენმა ძალიასხმევა გააერთიანა და ამერიკაში პირველი კომპანია შექმნეს, რომელიც ერთდროულად ეწეოდა კვების აპარატებისა და კვების მომსახურების ბიზნესს. ARA (Automatic Retailers of America) 1959 წელს დაარსდა, ფიშერმენსა და დევიდსონს კი ორივეს აღმოაჩნდათ მენეჯმენტის ცოდნაც, კაპიტალიც და გაფართოების უნარიც და ასე შეიქმნა „ARAMARK“–ი. ფირმა, რომელიც იმთავითვე ხარისხზე იყო ორიენტირებული დღეისათვის ერნაირი წარმატებით მოღვაწეობს კვების, გართობისა და დასვენების მომსახურების სფეროებში. აწარმოებს საკვებს სერიას გამაჯანსაღებელი და დიეტური მიმართულებებით. ამარაგებს საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების სასადილოებსა და კაფეტერიებს. აქტიურად მონაწილეობს სასტუმროებისა და მასპინძლობის ინდუსტრიაშიც.






No comments:

Post a Comment