თემა XI
რეკრეაცია და დასვენება
აქტიურ
რეკრეაციაში სპორტის ისეთი სახეობები შედის როგორიცაა ბეისბოლი, სოფტბოლი, ფეხბურთი,
კალათბურთი, ფრენბურთი, ჩოგბურთი, ცურვა, სირბილი, თხილამურებით სრიალი, ლაშქრობა,
აერობიკა, ალპინიზმი და კემპინგი. პასიური რეკრეაცია კი კითხვას, თევზაობას, მუსიკის
მოსმენასა და დაკვრას, მებაღეობას, კომპიუტერზე თამაშს და ტელევიზორისა და ფილმების
ყურებას მოიცავს.
რეკრეაცია
ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. უფრო მეტიც,
რეკრეაცია ინდივიადუალური და სოციალური ქცევისა და სწრაფვის საბაზისო კომპონენტია.
რეკრეაცია, დასვენება და კარგად ყოფნა
პოსტინდუსტრიული
საზოგადოების განვიTარების სირთულიდან გამომდინარე, ცხოვრება
ძალიან დაიძაბა და შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა პიროვნების სულის
სიმრთელის განვითარებამ და ჩამოყალიბებამ. წინა თაობასთან შედარებით ბინესის სფეროს
აღმასრულებელთა სტრესის დონე ბევრად უფრო მაღალია. ტერმინები – „გადაწვა“ და „სტრესი“
ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. რეკრეაცია ქმნის ბალანსსა და ჰარმონიას
ცხოვრებაში, ეს კი სულის სიმრთელესა და კარგად ყოფნას ნიშნავს.
რეკრეაცია
ადამიანებს ერთად გართობისა და ხანგრძლივი ურთიერთობის ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს.
რეკრეაციის ასეც პროცესს „დამაკავშირებელს“ უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ რეკრეაციის
ამ ფორმის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია, მეგრობრობის გრძნობის გაძლიერება იქნება
ეს თუ კოლეგებისადმი პატივისცემის, იგი პიროვნების ზრდასა და განვითარებას უწყობს ხელს.
რეკრეაციას
ლექსიკონებში განმარტავენ, როგორც რაიმესადმი სიცოცხლის ხელახალ ჩაბერვას, გაცოცხლებას.
მისი სინონიმები კი ცხოვრების სტილი და პოზიტიური ქცევის ჩამოყალიბება გახლავთ. ამისი
კარგი მაგალითია, რეკრეაციული პროცედურების შემდეგ კარგად ყოფნისა და კმაყოფილების
შეგრძნება. ადამიანების ნაწილი ძალიან ცდება, როცა ბედნიერებაზე ზრუნვა მხოლოდ საკუთარ
საქმედ მიაჩნია. ჯერ კიდევ მე–19 საუკუნეში თქვა ნეთანიელ ჰოთორნმა, რომ: „ბედნიერება
სამყაროში მოულოდნელად მოდის. გაეკიდები მას და გაფრენილი გარეული ბატივით ვერასდროს
დაეწევი. გაყევი სხვას და შეიძლება აღმოაჩინო, რომ ბედნიერება მასზე ოცნების გარეშე
გიპოვია“.
რეკრეაციის
პროცესის მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ბედნიერებისა და კარგად ყოფნისათვის
აუცილებელ თვისებებს ჩამოუყალიბებს ადამიანს. ბედნიერება ხშირად სარეკრეაციო აქტივობებსაც
მოაქვს.
პერსონალური
სარეკრეაციო მიზნების დაგეგმვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ნებისმიერი საქმე ან
მიზანი. სარეკრეაციო მიზნებში შეიძება შედიოდეს კილომეტრნახევრის 6 წუთში გარბენა ან
ბირთვის ტყორცნა 60 მეტრზე. პიროვნების მიერ მიზნების დასახვა ორგანიზებულობას მოითხოვს,
რაც თავის მხრივ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
სამსახურისაგან
თავისუფალ დროს ყველაზე კარგად სიტყვა „განცხრომა“ შეესაბამება და ბევრი პროფესიონალი
„განცხრომასა“ და „რეკრეაციას“ სინონიმებად ხმარობს. თუმცა, სხვები „განცხრომას“ განმარტავენ
როგორც თავისუფალი დროის ყველაზე რაციონალურ
და კრეატიულ გამოყენებას.
ისტორიამ
არაერთხელ გვიჩვენა განცხრომასა და ცივილიზაციას შორის არსებული პირდაპირი კავშირი.
მძიმე შრომისას ცივილიზაციისთვის დრო აღარ რჩება. ირონიულია ისიც, რომ განცხრომა სწორედ
ტექნოლოგიებისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესებასთანაა პირდაპირ კავშირში, რაც მძიმე
შრომას მოითხოვს.
მთავრობისგან დასპონსორებული რეკრეაცია
მთელი
რიგი სამთავრობო სამსახურებია ჩართული პარკებისა და სარეკრეაციო ზონების შექმნაში.
როგორც ცნობილია, სახელმწიფო შემოსავალს ღებულობს გადასახადებიდან. შესაბამისი გადასახადებია
დაწესებული რეკრეაციასთან დაკავშირებულ ისეთი ტიპის აქტივობებზე, როგორიცაა ავტომობილები,
მოტორიანი ნავები, სასტუმროს დატვირთვა და სხვ.
ფული
რეკრეაციასა და დასვეენებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის მოძრაობს
ქვეყნის მასშტაბით, რეგიონალურ და საქალაქო დონეზე. თავად სარეკრეაციო აქტივობები კი
შეიძლება იყოს როგორც კულტურული ხასიათის (მუზეუმები, ხელოვნება და ხელსაქმე, მუსიკა,
თეატრი, ცეკვა და სპორტი), ასევე გასართობი ხასიათის (პარკები, სათამაშო მოედნები,
სკვერები და სხვ.).
სარეკრეაციო
აქტივობებში მონაწილეთა რაოდენობაზე გავლენას ახდენს მთელი რიგი დემოგრაფიული ფაქტორები:
სქესი, ასაკი, კულტურული გარემოცვა, განათლება, პროფესია და სოციალური კონტაქტები.
რეკრეაციის
პროცესში მოანწილეობაზე დიდ გავლენას ახდენს ადამიანის განწყობა და ხასიათიც – ძალიან
მნიშვნელოვანია როგორ შთაბეჭდილებებს ღებულობს ის. ადამიანის ხასიათი და განწყობა ერთიანად
მის გარემოცვაზეა დამოკიდებული. და ბოლოს, ადამიანი სარეკრეაციო აქტივობებს მისი მოთხოვნილებებისა
და ინტერესების მიხედვით ირჩევს.
რეკრეაციის
სფეროს პროფესიონალები საქმიანობისას ითვალისწინებენ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა:
·
ყოვლისმომცველი სარეკრეაციო დაგეგმარება;
·
მიწის კლასიფიკაციის სისტემები;
·
სახელმწიფო გადასახადები;
·
მიწით სარგებლობის ზონები;
·
ტერიტორიის დიზაინი და სხვ.
კომერციული რეკრეაცია
სარეკრეაციო
მენეჯმენტი მე–20 საუკუნის 20–30–იან წლებში გაჩნდა, განსაკუთრებული ზრდა კი 50–იან
წლებში განიცადა. კომერციულა რეკრეაცია, რომლისთვისაც მომხმარებელი იხდის, მიმწოდებელი
კი მისგან მოგებას ელის. კომერციულ რეკრეაციაში შედის თემატური პარკები, ატრაქციონები
და კლუბები.
თემატური
პარკები
– თემატური პარკები ტურისტების უსაყვარლეს და ყველაზე პოპულარულ ადგილს წარმოადგენს.
თემატურ პარკებში სხვა განზომილების ატმოსფეროა შექმნილი და, როგორც წესი, არქიტექტურაც,
ლანდშაფტის დიზაინიც, კოსტუმებში გამოწყობილი პერსონალიც, შოუც და საჭმლის სერვისიც
კი რაიმე ერთი თემის ირგვლივაა კონცენტრირებული.
თემატური
პარკები და ატრაქციონები, თემიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს ისტორიული, კულტურული,
გეორგაფიული და სხვა ხასიათის. ზოგიერთი მათგანი მხოლოდ ერთ თემაზეა კონცენტრირებული
(მაგ.: აკვარიუმი ან ზოოპარკი), ზოგან კი რამდენიმე თემაა გაერთიანებული (მაგ.: ოჰაიოს
შტატის საოჯახო ცენტრი 6 სხვადასხვა ნაწილადაა დაყოფილი).
მსოფლიოში
ყველაზე ცნობილი თემატური პარკია „დისნეილენდი“.
კლუბები – კერძო კლუბებში
მხოლოდ მისი წევრები იკრიბებიან ურთიერთობის, რეკრეაციის, გართობისა და სხვა მიზნებით.
დღევანდელი კლუბების უმეტესი ნაწილი მეტწილად ძველი ინგლისური და შოტლანდიური კლუბების
გათანამედროვებულ ვარიანტს წარმოადგენს. მაგალითად: ჩრდილოამერიკული ქანთრი–კლუბი შოტლანდიაში
1758 წელს დაარსებული სამეფო გოლფ–კლუბის ყაიდაზეა შექმნილი.
კლუბების მენეჯმენტი ძალიან გავს სასტუმროს
მენეჯმენტს. კლუბის მენეჯერის მოვალეობებში შედის პროგნოზი, დაგეგმვა, ბიუჯეტის შედგენა,
ადამიანური რესურსების განვითარება, კვების აღჭურვილობის მენეჯმენტი და მომარაგება.
კლუბისა და სასტუმროს მენეჯმენტის მთავარი განსხვავება ისაა, რომ კლუბში მის წევრებს
თავი სტუმრი კი არა, მეპატრონე გონიათ და ხშირ შემთხვევაში მართლაც ასეა. შესაბამისად, ისინი პატრონივით იქცევიან. კლუბის
მიმართ მათი გრძნობები და დამოკიდებულება სტუმრის სასტუმროსადმი დამოკიდებულებაზე ბევრად
უფრო ძლიერია. კიდევ ერთი სხვაობა ისაა, რომ სასტუმროებისგან განსხვავებით, კლუბების
უმეტესობას ღამის გასათევი არ აქვს.
კლუბის
წევრები საწევროსთან ერთად შეიძლება დამატებით იხდიდნენ კვების ან სხვა მომსახურებების
საფასურს. მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში 14 ათასზე მეტი კერძო კლუბია, რომლებიც
ქალაქის და ქალაქგარე კლუბებად იყოფა. ამერიკის კლუბის მენეჯერთა ასოციაციაში (СMAA) 6 ათასი კერძო კლუბის მენეჯერია გაერთიანებული.
კლუბის მენეჯმენტის სტრუქტურას, როგორც წესი ქვეყნის
კანონმდებლობა აწესრიგებს. დადგენილია ხელმძღვანელობის არჩევის პროცედურა, ხელმძღვანელი
თანამდებობები, დირექტორთა საბჭოსა და კომიტეტების სტრუქტურა. დაწვრილებითაა გაწერილი
თითოეული კომიტეტისა და დეპარტამენტის ფუნქციები.
კლუბის
პრეზიდენტს და თანამდებობის პირებს ირჩევენ კლუბის წევრები და ისინი განსაზღვრავენ
კლუბის პოლიტიკას. კლუბის მენეჯერს ურთიერთობა უწევს, როგორც კლუბის პრეზიდენტთან,
ასევე მის სხვა თანამდებობის პირებთან და წევრებთან.
ქალაქგარე კლუბების უმეტესი ნაწილი
დაკავშირებულია გოლფთან, თუმცა, ასევე პოპულარულია ჩოგბურთი ან ცურვაც. შეიძლება იყოს
საცხენოსნო, ბანქოს მოყვარულთა, ფიტნეს ან სხვა ტიპის კლუბებიც. როგორც წესი, ქალაქგარე
კლუბები უზრუნველყოფილია საკუთარი ლაუნჯითა (მოსასვენებელი ოთახი) და რესტორნით. ხშირად
აქვთ საბანკეტო დარბაზიც, სადაც კლუბის წევრები მასპინძლობენ სტუმრებს, სადილობენ და
ქორწილსაც კი იხდიან ხოლმე. კლუბის წევრობა შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის: სრული,
რომელიც წევრს კლუბის ყველა მომსახურებით სარგებლობის უფლებას აძლევს ან შეზღუდული,
რომელიც წევსრ მხოლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებით (მარ.: რესტორანი ან საცურაო
აუზი ან გოლფის მოედანი) სარგებლობით უფლებას აძლევს. შეზღუდვები შეიძლება ვრცელდებოდეს
მომსახურების დღეებზე ან საათებზეც. მაგ.: მხოლოდ შაბათ–კვირას, ან 2–დან 3 საათამდე.
ქალაქის კლუბების უმეტესობა ბიზნესზეა
ორიენტირებული და ზომის, ადგილმდებარეობისა და მომსახურების ტიპების მიხედვით იყოფა.
ისინი შეიძლება იყოს შემდეგი კატეგორიების:
·
პროფესიონალური;
·
სოციალური;
·
სასპორტო;
·
საუნივერსიტეტო;
·
სამხედრო;
·
იახტკლუბი;
·
საძმო;
·
სარესტორნო და სხვ.
პროფესიონალურ
კლუბებში, როგორც სახელიდან ჩანს ერთიდაიგივე პროფესიის ხალხია გაერთიანებული. სოციალურ
კლუბებში სხვადასხვა პროფესიის მაგრამ ერთნაირი ინტერესების ადამიანებია გაწევრიანებული.
სასპორტო კლუბებში სპორტის მოყვარულები დადიან, სარესტორნო კლუბები კი ლანჩის და სადილის
დროს იხსნება და როგორც წესი, ოფისების სიახლოვესაა განლაგებული. საუნივერისტეტო კლუბები მხოლოდ საკუთარ კურსდამთავრებულებს
ემსახურებიან და ა.შ.
არაკომერციული რეკრეაცია
არაკომერციული
რეკრეაცია მოიცავს ნებაყოფილობითი ორგანიზაციების, კამპუსების, შეიარაღებულ ძალების,
მუშა–მოსამსახურეთა და სხვა უნარშეზღუდული პირების რეკრეაციას.
ნებაყოფილობითი
ორგანიზაციები – ეს არის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია,
რომელიც ემსახურება ხალხის გარკვეული ნაწილის ინტერესებს და მათი საქმიანობა ხშირად
მოიცავს გარკვეულ სარეკრეაციო ელემენტებს.
ამერიკის
შეერთებული შტატების ყველაზე დიდი ნებაყოფილობითი ორგანიზაციებია: „სკაუტები“, „YMCA“, „YWCA“, და „YM–YWHA“.
ასეთი
ორგანიზაციები შეიძლება იყოს ორიენტირებული სოციალურ, სასპორტო და კულტურულ ინტერესებზე.
მაგ.: სპორტზე ორიენტირებული ნებაყოფილობითი ორგანიზაციები თავის წევრებს თავაზობს
სპორტულ კლუბებს, ცეკვისა და ფიტნესის კლასებს და ა.შ. აქვთ საკუთარი ლიგები, ტარდება
ტურნირები. კლუბის შემოსავალს შეადგენს საწევრო გადასახადები, სტუმრობის საფასური,
კვების გადასახადი და ა.შ. კლუბების უმეტესობის შემოსავლის 66% მისი თანამშრომლების
ანაზღაურებაზე მიდის.
რეკრეაცია
კამპუსებში – ჩრდილოეთ ამერიკის კოლეჯებისა და უნივერსიტეტების
უმეტესობა უდიდეს ყურადღებას უთნმობს სტუდენტების თავისუფალი დროის ორგანიზაციასა და
სარეკრეაციო აქტივობებს. სარეკრეაციო პროგრამებში მონაწილეობენ კამპუსში რეკრეაციაზე
პასუხისმგებელი პირები, შიდა დეპარტამენტები, სტუდენტური კავშირები და სპონსოპრები.
სარეკრეაციო აქტივობებში შეიძლება შედიოდეს: შეჯიბრებითი სპორტის სახეობები და თამაშობები,
გასვლითი ღონისძიებები, ლაშქრობები, კულტურული პროგრამები, და სხვ. სარეკრეაციო პროგრამა
ხელს უწყობს სტუდენტებში ჯანსაღი მორალური გარემოსა და ატმოსფეროს ჩამოყალიბებას.
რეკრეაცია
შეიარაღებულ ძალებში – ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის
პოლიტიკაა პერსონალის ფიზიკური, სოციალური და მენტალური კეთილდღეობისათვის ჯანსაღი სარეკრეაციო გარემოს
შემქნა.
თავდაცვის
დეპარტამენტის პროგრამა „მორალი, კეთილდღეობა და რეკრეაცია“ მოიცავს ისეთ აქტივობებს,
როგორიცაა:
·
სპორტის შეჯიბრებითი
სახეობები;
·
კონოჩვენებები;
·
კლუბები და გასართობი
სანახაობები;
·
სახელოსნოები;
·
აქტივობები
სამხედრო–მოსამსახურეეთა შვილებისთვის;
·
ინტერესთა ჯგუფები (აერო,
მოტო, ავტო მოყვარულები და სხვ.);
·
მოსასვენებელი და
სარეკრეაციო ცენტრები;
·
რესტორნები;
·
ბიბლიოთეკები და სხვ.
მუშა–მოსამსახურეთა რეკრეაცია – ბიზნესისა და ინდუსტრიის წარმომადგენლებმა კარგად
გააცნობიერეს თანამშრომელთა შრომისუნარიანობის ამაღლების უდიდესი მნიშვნელობა. ადამიანური
რესურსების ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ადამიანი, რომელიც თავისუფალ დროს პროდუქტიულად
ატარებს ნაკლებად ექვემდებარება სტრესს, იშვიათად ავადმყოფობს, აღარ ეძალება ალკოჰოლს
და ნაკლებად იღლება. სარეკრეაციო პროგრამებს, ასევე იყენებენ ფირმაში კარგი კადრების
მოსაზიდად.
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში დიდი კორპორაციების
უმეტესობას საკუთარი სარეკრეაციო პროგრამები აქვს თანამშრომლებისთვის. სარეკრეაციო
პროგრამა შეიძლება იყოს თიმ–ბილდინგისა და მენეჯმენტის განვითარების პროგრამების შემადგენელი
ნაწილი.
უნარშეზღუდულ პირთა რეკრეაცია – უკანასკნელ ხანებში იმატა ტენდენციამ, რომ უნარშეზღუდული
და ქმედუუნარო პირებიც ისეთივე ყურადღებას იმსახურებენ, როგორც ქმედუნარიანი ადამიანები,
რამაც აუცილებელი გახადა მათთვის საგანგებო სარეკრეაციო პროგრამების შემუშავება. უნარშეზღუდულ
პირთა სარეკრეაციო პროგრამებში ჩართული არიან პროფესიონალები და ის ორგანიზაციები,
რომლებიც ემსახურებიან ომის ინვალიდებს, გონებრივად ჩამორჩენილებს ან ფიზიკური ნაკლის
მქონე ადამიანებს.
უნარშეზღუდულთათვის იმართება საერთაშორისო სპორტული
შეჯიბრებები, მოქმედებს საგანგებო ფიტნეს–პროგრამები და ტარდება ოლიმპიადა, რომელშიც
მილიონზე მეტი უნარშეზღუდული ადამიანი მონაწილეობს.
რეკრეაციისა და დასვენების ტენდენციები
·
ფიტნეს–აქტივობების მატება;
·
დასვენებისა და კომპიუტერული აქტივობების მატება;
·
მოგზაურობისა და ტურიზმის ზრდა;
·
ახალი სარეკრეაციო პროგრამები;
·
კომერციულ სექტორში დამატებითი პროდუქტების შექმნა.
No comments:
Post a Comment