Sunday, September 29, 2013

შესავალი ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში I

II თემა
ტურიზმის არსი
მოგზაურობისა და ტურიზმის განმარტება - მარტივი სიტყვა მოგზაურობა ლექსიკონების უმეტესობაში განმარტებულია როგორც “გადაადგილების აქტი”, თუმცა ტურიზმის ინდუსტრიის კონტექსტში მას ცოტა განსხვავებული განმარტება აქვს. ხშირად, ტურიზმს განმარტავენ როგორც “ადამიანის საცხოვრებელი ადგილიდან სხვაგან გადაადგილების აქტი საქმიანი ან გართობის მიზნით“, მაგრამ სამსახურ გამოცვლის მიზნით ან სასწავლებლად სხვა ქალაქში გადასვლა ტურუიზმად არ ითვლება. (Gee, Makens, & Choy, 1989, p. 12). მოგზაურობის ინდუსტრიის კუთხით განხილვისას, იმ მოქმედებების ეკონომიკური შეფასებებიც უნდა შეიქმნას, რომლებიც სამოგზაურო აქტივობას მოჰყვება შედეგად.  
სტანდარტული განმარტებები იმისათვისაა საჭირო, რომ ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ ყველა მხარეს ერთნაირად ესმოდეს ტერმინები და კონცეფციები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მოგზაურობისა და ტურიზმის საკითხების განხილვისას სხვადასხვა ქვეყნებისა და რეგიონების ტურიზმის დამგეგმავებისა და აღმასრულებლებისათვის. ასევე, სტანდარტული განმარტებები საშუალებას აძლევს დამგეგმავებს, რომ  სწორი ბიზნეს-გადაწყვეტილებების მისაღებად შედარებადი მონაცემებით ისარგებლონ. XX საუკუნის პირველ ნახევარში ბევრ ქვეყანაში ტურისტთა მიმოსვლა ან საერთოდ არ აღინუსხებოდა, ან თუ აღინუსხებოდა აღრიცხვის მეთოდები იყო იმდენად განსხვავებული, რომ შეუძლებელს ხდიდა ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასულ ვიზიტორთა სრული რაოდენობის ეფექტურ დათვლას. და ბოლოს, სტანდარტული განმარტებები საშუალებას აძლევს ტურიზმის მკვლევარებს  ტურიზმის ინდუსტრიის შესახებ მეცნიერულად დასაბუთებული დასკვნები გააკეთონ.
განსაზღვრებები:
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ (WTO), რომელიც ტურიზმის უმთავრესი საერთაშორისო ორგანიზაციაა, 1991 წელს ოტავაში (კანადა), საერთაშორისო კონფერენციაზე მოგზაურობისა და ტურიზმის სტატისტიკის შესახებ, მიიღო ტურიზმის კონცეფციებთან, განმარტებებთან და კლასიფიკაციასთან დაკავშირებული რეზოლუცია, რომლის შესაბამისადაც:
ტურიზმი – არის პიროვნებების მიერ მათი ჩვეული საცხოვრებელი გარემოს გარეთ მოგზაურობასთან დაკავშირებული აქტივობა, დასვენების, საქმიანი ან სხვა მიზნით, არა უმეტეს ერთი წლის ხანგრძლივობით.
ტურისტი – (ვიზიტორი ღამისთევით) არის ვიზიტორი, რომელიც რჩება ვიზიტის ადგილას კოლექტიურ ან კერძო განთავსების ობიექტში ერთი ღამის განმავლობაში მაინც.
ერთდღიანი ვიზიტორი – (ექსკურსანტი) არის მნახველი, რომელიც არ ატარებს ღამეს ვიზიტის ადგილის კოლექტიურ ან კერძო განთავსების ობიექტში.
ვიზიტორი – არის ნებისმიერი პირი, რომელიც მოგზაურობს მისი ჩვეული საცხოვრებელი გარემოს გარეთ 12 თვეზე ნაკლები დროით, და რომლის მოგზაურობის მთავარი მიზანი არ არის მონახულების ადგილზე მუშაობა ხელფასის მისაღებად.
მოგზაური – არის ნებისმიერი პირი, რომელიც მგზავრობს ორ ან მეტ ადგილს შორის (WTO, 1995b, p. 17).
თუმცა, მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული შეუთანხმებლობა ამ ძირითად განმარტებებთან დაკავშირებით.მაგალითად,  აშშ-შიც კი, სხვადასხვა შტატი დღემდე განსხვავებული განმარტებებით სარგებლობს სტატისტიკური მიზნებისათვის მონაცემთა შეგროვებისას.
მოგზაურობის ფორმები და კატეგორიები
იმდენად, რამდენადაც არსებობს განსხვავებული ტიპის ვიზიტორები – არსებობს მოგზაურობის განსხვავებული ფორმები და კატეგორიები, რომლებიც განსხვავდება ერთმანეთისაგან მოგზაურის, დანიშნულების ადგილის და მოგზაურობის მოტივის შესაბამისად. ასეთებია – საერთაშორისო და ქვეყნისშიდა მოგზაურობა, რეგიონს გარეთ და რეგიონს შიგნით მოგზაურობა, საზღვარგარეთიდან და საზღვარგარეთ მოგზაურობა.
საერთაშორისო და შიდა ტურიზმი.
მტო-ს (WTO) განმარტების მიხედვით საერთაშორისო ტურიზმი განსხვავდება შიდა ტურიზმისაგან. პირველ შემთხვევაში მოგზაური კვეთს ქვეყნის საზღვარს, თუმცა, ყველა საერთაშორისო მოგზაური არ წარმოადგენს ვიზიტორს. მაგალითად, მუშები, რომლებიც კვეთენ საზღვარს სამუშაო ადგილზე მისასვლელად – არ წარმოადგენენ ვიზიტორებს. ინტერესი საერთაშორისო ტურიზმისადმი ყოველთვის დიდი იყო, ძირითადად ეკონომიკური მიზეზების გამო, რადგან ტურიზმის ეს ფორმა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ერებს შორის ვაჭრობისა და ვალუტის მიმოცვლის განვითარებაში.
შიდა ტურიზმი - საერთაშორისო ტურიზმისადმი დიდი ინტერესის გამო შიდა ტურიზმი ყოველთვის ჩრდილში ექცეოდა. ჯერ ერთი – მას საერთოდ არ ქონდა, ან ძალიან მცირე გავლენას ახდენდა საერთაშორისო ტურიზმზე და მეორე, შიდა ტურიზნმის სტატისტიკა ითვლებოდა თვითოეული ქვეყნის შიდა საქმედ. დროთა განმავლობაში, ნათელი გახდა, რომ შიდა და საერთაშორსიო ტურიზმი ერთმანეთთან კავშირშია. გასული ათწლეულების განმავლობაში, დასავლეთის ბევრ ქვეყანაში შიდა დასვენება ფართოდ ჩაანაცვლა ქვეყნის გარეთ დასვენებამ, რაც ცხოვრების სტანდარტებისა და შემოსავლების ზრდითაა გამოწვეული. ამავდროულად, განვითარებად ქვეყნებში პირიქით – შიდა ტურიზმი ი\რდება მკვეთრად.
რეგიონული მოგზაურობა
რეგიონები ფართო ტერიტორიების გეოგრაფიულად გაერთიანებულ ქვე-დივიზიონებს წაემოადგენენ და ხასიათდებიან განსაზღვრული კრიტერიუმებით. ტურიზმის კვლევებში სამი ტიპის რეგიონებს არჩევენ: პირველი ტიპი განისაზღვრება გეოგრაფიული მდებარეობით. მაგალითად “ჩრდილოეთი”, ან “დასავლეთი”. მეორე ტიპი განისაზღვრება ადმინისტრაციული საზღვრებით, მაგალითად “პროვინცია X” ან “მხარე”. მესამე ტიპი ადგილმდებარეობისა და ფიზიკური ბუნების კომბინაციას წარმოადგენს. მაგალითად, „ტბის რაიონი” ან “წყნარი ოკეანის აუზი”.  რეგიონები ასევე, ფუნქციონალური ტიპის მიხედვით შეიძლება შედგეს. მაგალითად, „საქალაქო” ან „სანაპირო ტერიტორიები”.
ტერმინი – რეგიონათშორისი მოგზაურობა განსხვავებულ რეგიონებს შორის მოგზაურობასთანაა დაკავშირებული, თუმცა ეს რეგიონები შესაძლოა მოქცეულ იყოს ერთიდაიგივე მხარის, ქვეყნის ფარგლებში ან მდებარეობდეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ტერმინი შიდა-რეგიონული მოგზაურობა კი, პირიქით, დაკავშირებულია ერთიდაიგივე რეგიონების ფარგლებში მოგზაურობასთანაა დაკავშირებული, თუმცა ის შესაძლოა  ერთი ქვეყნის ფარგლებსაც სცილდებოდეს.
საზღვრგარეთიდან და საზღვარგარეთ ტურიზმი (Inbound and Outbound Tourism)
არსებობს ტურიზმის სამი ფორმაძირითადი ფორმა მოცემულ ტერიტორიასთან მიმართებით.
·         საშინაო ტურიზმი (Domestic) – მოიცავს რეზიდენტებს, რომლებიც მოგზაურობენ (როგორც ვიზიტორები) მოცემული ტერიტორიის ფარგლებში;
·         საზღვარგარეთიდან ტურიზმი – მოიცავს არა-რეზიდენტებს, რომლებიც მოგზაურობენ (როგორც ვიზიტორები) მოცემული ტერიტორიის ფარგლებში;
·         საზღვარგარეთ ტურიზმი – მოიცავს რეზიდენტებს, რომლებიც მოგზაურობენ როგორც ვიზიტორები მოცემული ტერიტორიის გარეთ არსებულ სხვა ტერიტორიაზე;
თუ ათვლის წერტილს წარმოადგენს ქვეყანა, მაშინ ტურიზმის კატეგორიების დასადგენად ეს ტერმინები შესაძლოა კომბინირებულ იქნეს შემდეგნაირად:
შიდა ტურიზმი   მოიცავს საშინაო და საზღვარგარეთიდან ტურიზმს;
ეროვნული ტურიზმი – მოიცავს საშინაო ტურიზმსა და საზრვარგარეთ ტურიზმს;
საერთაშორისო ტურიზმი – შედგება საზღვარგარეთიდან და საზღვარგარეთ ტურიზმისაგან.
გაუგებრობის თავიდან აცილებისათვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტერმინები “საზღვარგარეთიდან”, “საზღვარგარეთ”, “საშინაო”, “შიდა”, “ეროვნული” და “საერთაშორისო ტურიზმი” იხმარება კონკრეტული ქვეყნის მიმართ.
ტურიზმის ხუთი ერა
ტურიზმისა და მასპინძლობის განვითარებას ხუთ პერიოდად ანუ ერად ყოფენ:
·         ინდუსტრიულ რევოლუციამდელი ერა (1840 წლამდე);
·         რკინიგზის ერა;
·         საავტომობილო ერა;
·         საჰაერო მოგზაურობის ერა;
·         საკრუიზო ლაინერების ერა.
ინდუსტრიულ რევოლუციამდელი ერა - ჩვ.წ.აღ.-მდე 300 წლის წინ ძველი ეგვიპტელები მდინარე ნილოსზე გემებით მოგზაურობდნენ და პირამიდის ასაშენებლად საჭირო ქვის ლოდები გადაჰქონდათ. თანამედროვე გაგებით პირველი მოგზაურები კი ფინიკიელები გახლდნენ. უძველეს დროში მოგზაურობის მთავარი მიზეზი, რასაკვირველია ვაჭრობა იყო.  მაგრამ მხოლოდ ვაჭრობაც არ ყოფილა ჩვენი წინაპრების ერთადერთი მოტივაცია. მოგზაურობის განვითარებას ახალი ადგილებისა და  საკვების მარაგის ძიებაც უწყობდა ხელს.
რომის იმპერიამ პირველმა შესთავაზა მგზავრებს უსაფრთხო სამგზავრო მარშრუტები და დაცული გზები ეგვიპტისა და ბრიტანეთის მიმართულებით. მდიდარი რომაელები საზღვაო და სახმელეთო მარშრუტებით მიემგზავრებოდნენ საბერძნეთის კურორტებზე დასასვენებლად და თანამედროვე ტურისტების მსგავსად დადიოდნენ სხვადასხვა ტიპის ღირშესანიშნაობებსა და კულტურული ძეგლების დასათვალიერებლად. აგრეთვე, მიემგზავრებოდნენ  ეგვიპტეშიც მეფეთა ველის, პირამიდებისა და სფინქსის მოსანახულებლად.
შუასაუკუნეების მოგზაურებს სანახაობაზე მეტად რელიგიური მოტივები ამოძრავებდათ და პილიგრიმობდნენ მუსლიმები მექაში და ქრისტიანები იერუსალიმსა და რომში წმინდა ადგილების მოსალოცად. 1095 წლიდან დაწყებული ჯვაროსნული ლაშქრობების ერა მთელი 200 წელი გაგრძელდა.
ევროპაში ცხოვრები დონის სტანდარტების ზრდასთან ერთად ტურიზმი დონეც ამაღლდა. ახალგაზრდა არისტოკრატების აღზრდა-განათლების საქმეში დიდი როლი ეკისრებოდა ე.წ.  „ევროპულ გრანდ ტურს“, რომელიც ევროპის ცნობილი ქალაქების შემოვლასა და დათვალიერებას გულისხმობდა.

რკინიგზის ერა - რკინიგზამ უზარმაზარი როლი ითამაშა ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და მრავალი სხვა ქვეყნის განვითარებაში. სწორედ რკინიგზის მშენებელთა პიონერული სულის დამსახურებაა ამერიკის ველური დასავლეთის ათვისება. სარკინიგზო ხაზის გაყვანამდე ადამიანები ცხენით და ეტლეთ მგზავრობდნენ, რაც საკმაოდ ნელი და დამღლელი იყო. რკინიგზის არსებობამ, თავის მხრივ, გამოიწვია სადგურებთან სასტუმროებისა და ღამის გასათევი თავშესაფრების მშენებლობა.
პირველი რკინიგზა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1830 წელს გაიყვანეს და მისი სიგრძე მხოლოდ 23 მილი იყო. 1989 წლისთვის კი ტრანსკონტინენტალურმა სარკინიგზო მაგისტრალმა მთელი ამერიკის შეერთებული შტატები გადაკვეთა. მგზავრობა ბევრად უფრო ხანმოკლე და კომფორტული გახდა და პირველ მატარებლების შემადგენლობას მალე საძილე ვაგონები და  ვაგონ-რესტორნებიც დაუმატეს.  რკინიგზის განვითარება გიგანტური ნაბიჯებით გრძელდებოდა 1930 წლის დიდ დეპრესიამდე და მოგვიანებით, მეორე მსოფლიო ომამდე.
საავტომობილო საქმის განვითარების კვალდაკვალ სამგზავრო მატარებლების სისტემის სრული კრახის თავიდან ასაცილებლად ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ 1971 წელს „ამტრეკი“ შექმნა, რომელიც 45 შტატში ხუთასზე მეტ სადგურს ემსახურებოდა. „ამტრეკი“ დღემდე მოქმედებს და ყოველწლიურად ხუთასიდან რვაას მილიონ ამერიკულ დოლარამდე შემოსავალი მოაქვს. 
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სწრაფი მატარებლები საათში 250 მილზე მეტს ავითარებენ, თვითფრინავების კონკურენტულ სამყაროში მთავრობის მხარდაჭერისა და სუბსიდიების გარეშე რკინიგზის შენარჩუნება შეუძლებელი იქნებოდა.
საავტომობილო მგზავრობა - 1800-იან წლებში ორთქლის ძრავის გამოგონებას ავტომობილის შექმნაც მოყვა, როცა კარლ ბენცმა და გოტლიბ დაიმლერმა დღეს „მერსედეს ბენცის“ სახელით ცნობილი შიგა წვის ძრავების ინტერნაციონალური ფაბრიკა დაარსეს.
სანამ 1914 წელს ჰენრი ფორდი ყოველ 24 წამში ფორდ-T-ს ერთი მოდელის გამოშვებას დაიწყებდა, ბევრად უფრო ადრე, 1891 წლიდან დაიწყო ავტომობილების სერიული წარმოება. დღეისათვის მანქანის ასაწყობ ხაზზე ადამიანებზე მეტი რობოტი მუშაობს.
მარტო შეერთებულ შტატებში 150 მილიონი რეგისტრირებული ავტომობოლია, მეორე
ადგილზე კი იაპონია გახლავთ 33 მილიონი რეგისტრირებული ავტომანქანით.
საავტომობოლიო ინდუსტრიისა და მოსახლეობის ფინანსური შესაძლებლობის ზრდამ ავტომობილის მფლობელთა რიცხვიც გაზარდა, რამაც თავისთავად გამოიწვია ტურიზმისა და მოგზაურობის მკვეთრი განვითარება. საავტომობილო გზების გასწვრივ მილიონობით სასტუმრო, მოტელი და კვების ობიექტი წამოიჭიმა. ავტომობილმა მსოფლიო მასებისთვის ხელმისაწვდომი გახადა.

საჰაერო მოგზაურობა - პლანერიზმით გატაცებულმა ძმებმა რაითებმა პლანერისთვის ძრავის მორგება განიზრახეს, თუმცა უკვე არსებული ძრავების სიმძიმის გამო იძულებული გახდნენ საკუთარი, უფრო მსუბუქი გამოეგონათ და 1903 წელს პირველი ცამეტ ცხენისძალიანი ძრავიც გამოსცადეს, რომელმაც პირველივე ცდაზე პატარა პლანერი ცაში თორმეტი წამით აიტანა და 120 ფუტის მანძილზე გადააფრინა. უკვე 1909 წელს პირველმა საჰაერო აპარატმა ინგლისის არხი (ლამანშის სრუტე) გადაკვეთა, 1919 წლიდან კი პარიზსა და ლონდონს შორის რეგულარული სამგზავრო რეისები სრულდებოდა.
ავიაციის ისტორიაში გადატრიალება 1927 წელს ჩარლზ ლინდნერგის ოცდარვასაათიანმა ტრანსატლანტიკურმა გადაფრენამ მოახდინა. საერთაშორისო საფრენი გზები და მომსახურებები კი ჩიკაგოს 1944 წლის საერთაშორისო კონფერენციაზე განსაზღვრეს. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ორმოცდაცხრა ქვეყნის სამოაცდაათი ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს და საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციაც (IATA) დააარსეს.
მოგვიანებით, 1946 წელს ევროპისა და ამერიკის ავიახაზების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ კომპრომისის მისაღწევად და სახელგანთქმული ბერმუდას შეთანხმება მიიღეს, რომელშიც „საჰაერო თავისუფლების ექვსი წესი“ ჩამოაყალიბეს:

·         სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გადაფრენის უფლება;
·         არაკომერციული მიზნებისთვის სხვა ქვეყნი ტერიტორიაზე დაშვების უფლება;
·         გადამყვანის (გადამზიდველის) ქვეყნის მგზავრების გადმოსმისა და ტვირთის ჩამოტვირთვის უფლება უცხო ქვეყანაში;
·         უცხო ქვეყანაში გადამყვანის (გადამზიდველის) ქვეყნისათვის განკუთვნილი მგზავრების ბორტზე აყვანისა და ტვირთის ჩატვირთვის უფლება;
·         ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში მგზავრების გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის უფლება;
·         თვითმფრინავის უფლება მიიღოს გრაფიკი უცხო ქვეყნისაგან ავიახაზების ქვეყნისთვის და სხვა უცხო ქვეყნების გარეთ.

საკრუიზო გემები - ორასზე მეტი საკრუიზო ხაზი კლიენტებს პრაქტიკულად ნებისმიერი სახის ტურსა და შთაბეჭდილებებს სთავაზობს, მრავალათასმგზავრიანი მოკრძალებული ქალაქის ზომის გემებზე მოგზაურობით დაწყებული და ორკაციან ნავებზე რომანტიკული ტურით დამთავრებული. მით უმეტეს, რომ კრუიზი უმეტესობის წარმოდგენით რომატიკასთან, კომფორტთან და ეგზოტიკური ადგილების მონახულებასთან არის დაკავშირებული.
თანამედროვე საკრუიზო ლაინერი პრაქტიკულად წყალზე მოცურავე კურორტია თავისი უზარმაზარი, მდიდრული ლუქსებითა და ჩვეულებრივ სასტუმროზე ოდნავ პატარა, მაგრამ არანაკლებ კომფორტული რიგითი ნომრებით, დილის გამაჯანსაღებელი ვარჯიშებით, უმაღლესი კლასის საკვებით, სილამაზის სალონებით, სპორტული თუ აზარტული თამაშებით, სპა პროცედურებით, სრულფასოვანი ღამის ცხოვრებითა და ხვადასხვა ტიპის სანახაობებით. დღე-ღამის განმავლობაში შეუჩერებელი გართობის პროცესი ხშირად მსურველთათვის უცხო ენის, მზარეულობის, ჩოგბურთის და სხვ. გაკვეთილებსაც მოიცავს.
მაგალითად, ორ საფეხბურთო მოედანზე უფრო დიდი ზომის, 70 ათასი ტონა წყალწყვის და 200 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების „The Crown Princess”-ის დიზაინზე იტალიელმა არქიტექტორმა რეიზო პიანომ იზრუნა. ათას ხუთას მგზავრიან გიგანტს დელფინის ფორმის ცხვირი და გუმბათი აქვს, სადაც კაზინო, ბარი, რესტორნები და სხვა გასართობი ცენტრებია განლაგებული.
საკრუიზო ბაზარი განსაკუთრებულად უკანასკნელ წლებში გაიზარდა. თუმცა, საკრუიზო ლაინერების უმეტესი ნაწილი უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ დაცურავს. რაც იმითაა განპირობებული, რომ საკრუიზო გემების უმრავლესობა უფრო იაფი მომსახურების, მარტივი რეგულაციებისა და აზარტულ თამაშებზე ნებართვის მქონე ქვეყნების დროშის ქვეშ ამჯობინებენ ცურვას.
საკრუიზო ბაზრის სამი სეგმენტი არსებობს:

1.  მასებისთვის - 30 ათასი ამერიკული დოლარიდან 60 ათას ამერიკულ დოლარამდე შემოსავლის მქონე მომხმარებლისთვის;
2.      საშუალო - 60 ათასი ამერიკული დოლარიდან 80 ათას ამერიკულ დოლარამდე შემოსავლის მქონე მომხმარებლისთვის;
3.      ლუქსის კლასის - 80 ათას ამერიკულ დოლარამდე ზემოთ შემოსავლის მქონე მომხმარებლისთვის.
1.      
ტურიზმის ორგანიზაციები
იმის გამო, რომ ტურიზმი ქვეყნის საზღვრების გადაკვეთის შესაძლებლობასაც მოიცავს, ტურიზმთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაში მთავრობაც აქტიურად მონაწილეობს. სწორედ მთავრობა არეგულირებს ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლასა და გასვლას. მთავრობა ღებულობს გადაწყვეტილებებს ეროვნულ პარკებთან, ნაკრძალებთან, კულტურულ მემკვიდრეობასთან და დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ამასთანავე, ტურიზმზე გარკვეული გავლენა უცხოეთის ელჩებს, ადამიანების კეთილ ნებასა და კულტურათაშირის ურთიერთობებსაც გააჩნიათ.

საერთაშორისო ორგანიზაციები:
თანამედროვე ტურიზმის უმთავრესი საერთაშორისო გაერთიანება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაა (WTO) და ის ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელშიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაა წარმოდგენილი. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ყველაზე დიდი და უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო  დაწესებულებაა მსოფლიოში. ორგანიზაციის სათაო ოფისი მდებარეობს მადრიდში, ესპანეთში, რომელშიც გაერთიანებულია 133 ქვეყანა და 300-ამდე წევრი საჯარო და კერძო სექტორიდან. ორგანიზაცია შედეგბა 3  ნაწილისგან, გენერალური ანსამბლეა, აღამსრუბელი საბჭო და რეგიონლური კომისია, სადაც გაერთიანებულია წარმომადგენლები ამერიკიდან, ევროპიდან, აფრიკიდან , ახლო აღმოსავლეთიდან და ა.შ.
იგი ორიენტირებულია:
 საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) გლობალური ორგანიაციაა, რომელიც თითქმის ყველა არსებულ ავიახაზს არეგულირებს. იგი დაარსდა 1945 წელს. 31 ქვეყნიდან 57 წევრით არის წარმოდგენილი, ძირითადად წარმოდგენილია ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა. 1995 წელს წევრთა რაოდენობამ 230-ს მიაღწია 130 ქვეყნიდან, ორგანიზაციის მისია მდგომარეობს შემდეგში:
·        
·         უსაფრთხოების პრომოუშენი, საიმედო საჰაერო მომსახურება;
·       მაღალი ხაირსხის პროდუქტის შემქნა და შეთავაზება, ის რაც გათვლილი იქნება მომხარებელზე;
·         მეგობრული გარემოს სტანდარტების შენარჩუნება.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) ოთხმოცზე მეტი ქვეყნის მთავრობა აერთიანებს. იგი დაარსდა 1944 წელს, 52 ქვეყნის მიერ  საერთაშორისო სამოქალაქო ავიციის ყრილობაზე. 1947 წელს გახდა გაერთაინებული ერების სპეცილაური სააგენტო ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მიხედვით. მისი მიაზანია ავიცია განხორციდლეს უსაფრთხოდ, იგი ძირითადად ორიენტირებულია:


·         საერთაშორისო სტანდარტების ჩამოყალიბებაზე, რეკომენდირებულ პრაქტიკასა და პროცედურებზე,  რაც მოიცავს ავიაციის ტეკნიკურ მხარეს;
·         სატლიტური სისტემების განვითარებაზე;
·         რეგიონლაურ დაგეგმარებაზე 9 განსხვავებული რეგიონისთვის;
·         უსაფრხო ფრენსათან დაკავშირებით სხვადსახვა ქვეყნებსიათვის ფორუმების მოწყობაზე;
·         საჰაერო კატასტროფების სტატისტიკის შეგროვებაზე;
·         სამოქალაქო ავიციის განვითარებაზე სხვასხვა ქვეყნებში;
·         საერთაშორისო საჰაერო კანონების, წესების და დებულებების მიღებას და დამოწმებაზე.
მსოფლიო ბანკი (WB) მსხვილ ფინანსურ ინვესტიციებს დებს მსოფლიო ტურიზმი განვითარების საქმეში.
გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამაც (UNDP) აქტიურად ეხმარება ხვადასხვა ქვეყნებს სხვადასხვა ტიპი პროექტების განხორციელებაში.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) 1960 წელს პარიზში დაარსდა და მისი მიზანია ეკონომიკური განვითარება და უმუშევრობის აღმოფხვრა, თავისი წევრი და არაწევრი ქვეყნებისათვის დახმარების გაწევა, მსოფლიო ვაჭრობის განვითრება და ა.შ.
წყნარი ოკეანის ტურისტული აოციაცია (PATA) წყნარი ოკეანისა და აზიის ოცდათოთხმეთ ქვეყანას წარმოადგენს.
ადგილობრივი ორგანიზაციები:
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ასოციაცია უკანასკნელი თხუთმეტი წელია განსაზღვრავს ქართული ტურიზმის პოლიტიკას და ყოველწლიურად ადგენს ეროვნული ტურიზმის სტრატეგიას და მუშაობს ახალი ტურისტული დანიშნულების ადგილების აღრიცხვასა და შემქნაზე.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მისიაა,  საქართველოს პოზიციონირებით მდგრადი ტურიზმის განვითარება, როგორც უნიკალური ტურისტული მიმართულების, საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე, ვიზიტორების გამოცდილების გაუმჯობესება და მათი დანახარჯების გაზრდა, რაც  მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს სტრატეგიულ პარტნიორებთან ეფექტური თანამშრომლობით ქვეყნის ეკონომიკი განვითარებას.
აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2010 წელს დაარსდა და მას მერე და მისი მიზანია აჭარა გახდეს მაღალპროფილიანი და მიმზიდველი ტურისტული ბრენდი.

·        

No comments:

Post a Comment