Thursday, March 6, 2014

ტურის გამყოლის (გიდის) ბიზნესი


თავი 1

ტურიზმი 21-ე საუკუნეში


რა იქნება ტურიზმის სფეროს მომავალი?
ექსპერტთა აზრით, 21 საუკუნის ეკონომიკაზე დომინანტურ გავლენას სამი სფერო იქონიებს: ინფორმაციული ტექნოლოგიები, ტელეკომუნიკაცია და ტურიზმი.  ბოლო 25 წლის მანძილზე ტურიზმის სფერო 500%-ით გაიზარდა, აგრეთვე ნავარაუდებია, რომ 2007 წლისათვის ტურისტები ტურიზმთან დაკავშირებულ აქტივობებში $883 მილიარდს დახარჯავენ სხვადასხვა ქვეყნებში ვიზიტისას. (წყარო: მსოფლიო ტურისტული საბჭო).

ბიზნესის და კარიერის სამომავლო შესაძლებლობები
როგორც უკვე აღინიშნა, ტურიზმის ინდუსტრია უწყვეტ ზრდას განიცდის, რაც საჭიროს ხდის ტურიზმის სფეროს პროფესიული და მაღალკვალიფიციური კადრების არსებობას. ტურიზმის სფერო ერთ-ერთი იმ სფეროთაგანია, რომელიც საინტერესო, სახალისო, გამომწვევ და არაერთგვაროვან კარიერას გთავაზობთ. საკმაოდ შთამბეჭდავი ტემპით იზრდება მცირე ბიზნესის შესაძლებლობები. 2005 წლიდან ტურიზმის სფეროში დამატებით 130 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიიქმნა მსოფლიოს მასშტაბით. რამაც ბაზარზე 400 სხვადასხვა ტიპის სამუშაო და ბიზნეს შესაძლებლობები შექმნა. 

ტურიზმის სფერო ფართო შესაძლებლობებს უხსნის დამწყებ მეწარმეებს და ამერიკის შეერთებული შტატების 33 შტატში ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად ითვლება. რამაც ამ ინდუსტრიაში ახალი პოზიციებიც კი შექმნა. ტურიზმის სფერომ დაამტკიცა, რომ ქვეყნის ეკონომიკაში არსებული კრიზისის დროსაც კი შეუძლია ბაზარზე ახალი ბიზნეს შესაძლებლობების წარმოქმა. სწორედ ამ მიზეზის გამოა მიჩნეული ტურიზმის სფერო ქვეყნის ეკონომიკის შემადგენელ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად. იგი მესამე ადგილზეა საცალო ვაჭრობის კუთხით, ხოლო მეორე ადგილზე - დასაქმების კუთხით (წყარო: ტურიზმის საერთაშორისო ასოციაცია).
რაღა გასაკვირია ის ფაქტი, რომ მოგზაურობა და ტურიზმი სამომხმარებლო ბაზრის ყველაზე ფართო კატეგორიაა მსოფლიოს მასშტაბით. გლობალიზაციამ თანამედროვე ბისნესის საქმიანობის ფორმები შეცვალა და წარსულში არსებული სხვადასხვა ტიპის ბარიერები მოხსნა, რამაც ახალ კარიერულ თუ ბიზნეს შესაძლებლობებს გაუღო კარი.

ტურის გიდის პროფესიული მოვალეობები და პასუხისმგებლობები
ძველად ტურისტებს პრაქტიკულად ყოველთვის ახლდათ გიდი (გამყოლი), რომელსაც საფუძლიანად ჰქონდა შესწავლილი ის ადგილები სადაც მიემართებოდა ტურისტი. მე-19 საუკუნეში დასვენებითი/გართობითი ტურიზმის ფართოდ გავრცელების შემდეგ, ქალბატონები და ბავშვები არასდროს მოგზაურობდნენ მარტო, მათ ყოველთვის თან ახლდათ ნათესავები ან მსახურები.
დღევანდელ დღეს გიდები თანმხლები პირის როლში გვევლინებიან და უცხო ქვეყნის მონახულების მსურველ ტურისტებს უამრავ საჭირო და საინტესესო ინფორმაციას აწვდიან მსოფლიოს სხვა წერტილში მდებარე ქვეყნების შესახებ. გიდები ტურისტებს ეხმარებიან კომფორტულად იგრძნონ თავი მათთვის უცხო გარემოში.
გიდები ტურისტებისა და ადგილობრივი მაცხოვრებლების თუ ტრადიციების დამაკავშირებელ რგოლად გვევლინებიან. მათი მთავარი ამოცანაა ტური მაქსიმალურად უსაფრთხო, სასიამოვნო და კარგად დასამახსოვრებელი გახადონ ტურისტებისათვის. გიდები ტურისტს საინტერესო ინფორმაციას აწვდიან იმ ადგილის შესახებ, რომლებსაც ტურისტები სტუმრობენ. ისინი მზად უნდა იყვნენ ნებისმიერი ტიპის კითხვებზე პასუხის გასაცემად - დაწყებული ქვეყნის ისტორიის, ფლორა-ფაუნის, ადგილობრივი აქტივობების და ველური ბუნების თაობაზე და ტურისტებისათვის მისაღები  და მოსაწონი რესტორნებისა და ბარების მისამართებით დამთავრებული. 
ტურისტებს, რომლებიც მიმართავენ ტურისტულ კომპანიებს და სურთ პროფესიონალი გიდის მომსახურება, საკმაოდ მაღალი ხარისხის სერვისის მიღების მოლოდინი აქვთ ტურის დამგეგმავისაგან და ცხადია, თვითონ გიდისაგანაც და ეს მოლოდინი აუცილებლადუნდა უნდა გამართლდეს ტურის დაწყების პირველივე წუთებიდან.
ტურისტულ კომპანიაში გიდს ხშირად ტურის ოპერატორები, ტურისტული სააგენტოები, სპეციალური ინტერესის მქონე ჯგუფები ან სხვა რომელიმე მსგავსი ტიპის ჯგუფები არჩევენ. სამსახურში აყვანის შემდეგ გიდებს სპეციალური ტრეინინგი უტარდებათ, სადაც ზოგადი ნორმების გარდა, დეტალურად სწავლობენ ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს და ეცნობიან ადგილობრივი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს: დაწყებული ადგილობრივი ტრასპორტით და დამთავრებული ადგილობრივი სამზარეულოთი. გიდი კარგად უნდა ეხერხებოდეს ისტორიების მოყოლა, რაც მისთის საგრძნობლად გაამარტივებს სამუშაოს შესრულებას.
გიდი ტურის მენეჯერის წინაშეა ანგარიშვალდებული და თავად არის ტურის უშუალო მმართველი. ცხადია, ბევრი ტურისტი გამოთქვამს სურვილს პროფესიონალი, ადგილობრივი გიდის მომსახურებაზე. ბევრ ქვეყანაში შეხვდებით რეგისტრირებულ კვალიფიციურ გიდს, რომლებიც საოცრად კარგად და სიღრმისეულად იცნობენ ადგილობრივ ადთ-წესებს, ტრადიციებსა და, რასაკვირველია, ისროტიას, რომელიც საინტერესოა ტურისტებისათვის. აგრეთვე, პროფესიონალი გიდის მეშვეობით ტურისტებს შესაძლებლობა ეძლევათ დაზოგონ დრო, განსაკუთრებით ტურისტებით გადაჭედილ ადგილას. გიდებმა მოკლე გზები იციან და ახრხებენ ტურისტებს ადგილობრივი სანახაობები გააცნონ დროის დაკარგვის გარეშე. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ქალაქებში დღემდე ძალიან პოპულარულია ადგილობრივი გიდების მომსახურების სერვისი.
ტურის დაგეგმვისა თუ შესრულების დროს აუცუილებელია ჯანსაღი, პროფესიული ურთიერთობა გიდსა და ტურის მენეჯერს შორის. მათი პარტნიორობა სასიკეთოა როგორც ტურისთვის, ასევე ტურისტებისთვისაც. მართალია, გიდის მთავარი და ძირითადი მოვალება ტურისტებისათვის შემეცნებითი და სოციალური ინფორმაციის მიწოდებაა, მაგრამ მათ შეიძლება მენეჯერის როლის მორგებაც დაჭირდეთ. მათ შეიძლება  სპეციალური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელებაც კი მოუწიოთ.

ტურის განრიგი წინასწარაა შედგენილი და გრაფიკლულადაა გაწერილი, თუმცა შესაძლოა განრიგში შევიდეს ცვლილებები ტურისტული ჯგუფის მოთხოვნილებების ან სურვილის საფუძველზე. შესაძლოა ტურისტებმა გამოხატონ განსაკუთრებული ინტერესი ქვეყნის აგროკულტურის მიმართ და ამ მახასიათებლის გათვალისწინებით მოხდეს ტურისტულ პროგრამაში შესწორების შეტანა ტურის მენეჯერის მიერ. 

No comments:

Post a Comment